ნიო-იორკში ავტობუსების სადგომზე მომხდარი აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა - ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
პოლიციის ოფიცრის განცხადებით, ეჭვმიტანილმა, რომელსაც ასაფეთქებელი მოწყობილობა სხეულზე ჰქონდა დამაგრებული, იგი გაცნობიერებულად აამოქმედა. ეჭვმიტანილი ამჟამად საავადმყოფოში იმყოფება.
ოფიციალური პირები მომხდარს ტერორისტული აქტის მცდელობად აფასებენ.
დაშავებული სამი პირის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
აფეთქება ტაიმ სქვერთან ახლოს მოხდა, რის შემდეგაც მეტროს A, C და E ხაზებზე მგზავრთა ევაკუაცია მოხდა.