Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სააგენტო არქეოლოგიურ ობიექტზე: სასურველია, შევინარჩუნოთ, თუკი გარემოებები მოგვცემს საშუალებას

12 დეკემბერი, 2017 19:08

თბილისში, მტკვრის ქუჩაზე აღმოჩენილი არქეოლოგიური ობიექტის სამომავლო კონსერვაციის საკითხს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მომდევნო კვირის განმავლობაში შეიმუშავებს. როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ,  საბჭოს წინასწარი შეფასებით, ინფრასტრუქტურული სამუშაოების დროს გამოვლენილი არქეოლოგიური ობიექტი წარმოადგენს  ორი საუკუნის წინანდელ, აგურით ნაშენ წყალშემკრებ საკომუნიკაციო ნაგებობას, რომელსაც მე-20 საუკუნის 50-იანი წლებიდან პირველადი დანიშნულების ფუნქცია დაკარგული აქვს და საბჭოთა პერიოდიდანვე სამშენებლო სამუშაოების შედეგად მნიშვნელოვნად არის დაზიანებული.

„სპეციალისტები იმსჯელებენ, თუ როგორი ფორმით შეიძლება მისი შენარჩუნება. უკიდურეს შემთხვევაში, ის ამჟამინდელი ფორმით შენარჩუნდება, მიწაყრილით დაიფარება ან გამოიყოფა გარკვეული სეგმენტით, მინის გადახურვით. თუმცა აქ საკმაოდ ბევრი ასპექტია, მაგ: სანიტარული უსაფრთხოების საკითხი. ის ჭაობდება და მუდმივად იქმნება დატბორვის საფრთხე, ამიტომ  საჭიროებს სადრენაჟო სისტემის მოწყობას.

დროებით, ერთი კვირის განმავლობაში შემოისაზღვრება, ფიზიკური ზემოქმედებისგან დასაცავად. პირველადი დანიშნულება გამოვლენილია. ის განსაკუთრებული მნიშვნელობით არ გამოირჩევა, თუმცა სასურველია, რომ შევინარჩუნოთ, თუ კი მოგვცა გასაქანი ადგილობრივმა გარემოებებმა“, - განუცხადეს „ლიბერალს“ სააგენტოს პრესსამსახურში. 

სააგენტოს ინფორმაციით, მტკვრის ქუჩაზე არქეოლოგიური ობიექტი ინფრასტრუქტურული სამუშაოებისას 1 დეკემბერს გამოვლინდა. არქეოლოგიური ნაშთების გაწმენდის შედეგად გამოვლენილი ფრაგმენტები ინვენტარიზებულია და დაცულია სააგენტოს არქეოლოგიური სამსახურის ფონდში.

აღნიშნულის შესახებ „ტფილისის ჰამქარმა“ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვით, კულტურის სამინისტროს შენობის გვერდით ქუჩის კომუნიკაციების სარეაბილიტაციო სამუშაოებისას სამშენებლო ტექნიკა აზიანებს არქეოლოგიურ ძეგლს. 

„მტკვრის ქუჩაზე კულტურის სამინისტროს შენობის გვერდით რამდენიმე თვეა, მიმდინარეობს ქუჩის კომუნიკაციების სარეაბილიტაციო სამუშაოები. სამშენებლო ტექნიკა აზიანებს გამოჩენილ საინტერესო არქეოლოგიურ ძეგლს. ზერელე დაკვირვებით ეს არის მე-17, მე-18 საუკუნეების ნაგებობა. დიდი ალბათობით აბანო. იმის გათვალისწინებით რომ ეს ადგილი იყო ორბელიანთუბანი, სავარაუდოდ ნაგებობა უნდა ყოფილიყო ორბელიანების საცხოვრებელი კომპლექსის ნაწილი. სასწრაფო რეაგირებაა საჭირო! მოვითხოვთ არქეოლოგის დაუყოვნებლივ ჩარევას და ნაშთების ჯეროვნად შესწავლა-გადარჩენას“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. 

ფოტო: „ტფილისის ჰამქარი“

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^