„ყოვლად მიუღებელია, ადამიანი ჩამოვიდეს რეგიონიდან მიიხედ-მოიხედოს და მიითვისოს კონკრეტული მიწა“, - მიმართა დედაქალაქის მერმა თბილისის ზედამხედველობის სამსახურს. კალაძემ დღეს თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ უკანონო მშენებლობებს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა.
„ზედამხედველობის სამსახურმა არაერთი ფაქტი გამოავლინა და მე მინდა გთხოვოთ, რომ კიდევ გააგრძელოთ ამ მიმართულებით მუშაობა იმიტომ, რომ ყოვლად მიუღებელია, ადამიანი ჩამოვიდეს რეგიონიდან მიიხედ-მოიხედოს და მიითვისოს კონკრეტული მიწა. არ აქვს მნიშვნელობა, ეს რომელ რაიონში იქნება. ჩვენ თუ გვინდა ქალაქის სწორი განაშენიანება, თუ გვინდა სწორი განვითარება, ყველა უნდა დავემორჩილოთ კანონს. შესაბამისად, ამ მიმართულებით, უკანონო მშენებლობების მიმართულებით იქნება განსაკუთრებული ყურადღება მიმართული“, - განცხადა კახა კალაძემ