Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ანგარიში: თუ რეფორმა სრულად ამოქმედდება, 10 წელში ინექციურ მომხმარებელთა რიცხვი განახევრდება

13 დეკემბერი, 2017 14:54

ნარკოპოლიტიკის რეფორმის გავლენის შეფასება - დოკუმენტი, რომელიც პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტისა და საბიუჯეტო ოფისის მიერ მომზადდა, ნარკოპოლიტიკის პრობლემის არსს და იმ პროგნოზირებად შედეგებს აღწერს, რასაც ქვეყანა ნარკოპოლიტიკის რეფორმის სხვადასხვა სცენარით განვითარების შედეგად მიიღებს. 

ანგარიშში მოცემულია ნარკოპოლიტიკის ფორმირების 4 შესაძლო სცენარი და შემდეგ შეფასებულია თითოეული მათგანის გავლენა.

  • სცენარი 0 (საბაზისო სცენარი) - რეფორმა არ განხორციელდება, შენარჩუნდება არსებული ნარკოპოლიტიკა და მასთან დაკავშირებული ტენდენციები, რომლებიც საბაზისო სცენარშია აღწერილი;
  • სცენარი 1 - რეფორმა განხორციელდება ნომინალურად, ქვეყნის ნარკოპოლიტიკა მნიშვნელოვნად არ შეიცვლება. ძალაში დარჩება სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლი, საქართველოს კანონი „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ ძალადაკარგულად ცხადდება. არ გაუმჯობესდება მკურნალობა-რეაბილიტაციის სისტემა და არ დაინერგება პირველადი პრევენციის სისტემა;
  • სცენარი 2 - რეფორმა განხორციელდება. გაუმჯობესდება მკურნალობა-რეაბილიტაციის სისტემა (თუმცა არ დაინერგება პირველადი პრევენციის სისტება). რეფორმის ამოქმედებიდან 1 წელიწადში გაუქმდება სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლი;
  • სცენარი 3 - რეფორმა განხორციელდება. გაუმჯობესდება მკურნალობა-რეაბილიტაციის სისტემა. შეიქმენება პირველადი პრევენციის სისტემა. რეფორმის ამოქმედებიდან 1 წელიწადში გაუქმდება სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლი; [სცენარი 3 ასახავს „ნარკოპოლიტიკის ეროვნული პალატფორმის" მიერ პარლამენტისადმი შეთავაზებულ კანონპროექტისა და კონცეფციის არსს];

ნარკოვითარების მოკლე მიმოხილვა:

2014 წლის მონაცემებით, ქვეყანაში  ინექციური ნარკოტიკების მომხმარებელთა რაოდენობამ 49,700 შეადგინა. საქართველო 15-დან 64 წლამდე ასაკობრივი ჯგუფში ნარკოტიკების მოხმარების გავრცელების დონით, მესამე ადგილზეა 111 ქვეყანას შორის (პრევალენტობა - 2.02%). ქვეყანაში მაღალია ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებული გადამდები ინფექციური დაავადებების გავრცელების რისკი (C ჰეპატიტი, B ჰეპატიტი, აივ-ინფექცია და ა.შ.). არასრულწლოვნებში შეინიშნება  ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების  მაღალი მაჩვენებელი;

„მოქმედი ნარკოკანონმდებლობა ორიენტირებულია მხოლოდ სადამსჯელო ღონისძიებებზე და მიმართულია მიწოდების შეზღუდვაზე. პოლიტიკის რეპრესიულ შემადგენელსა და ძალოვან ღონისძიებებზე გამოყოფილი ადამიანური და ფინანსური რესურსების მოცულობა განაპირობებს მკვეთრ დისბალანსს ანტინარკოტიკული პოლიტიკის სადამსჯელო და ზრუნვის/დახმარების ვექტორებს შორის. მკაცრი ნარკოპოლიტიკა ართულებს მკურნალობა-რეაბილიტაციის და პრევენციის პროგრამების განხორციელებას. ამას ემატება ქვეყნის არასაკმარისი ძალისხმევა პრევენციის და მკურნალობა-რეაბილიტაციის მიმართულებით. გარდა ამისა, ნარკომომხმარებელთა ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა მძიმდება სახელმწიფოს მიერ დაკისრებული ჯარიმებით, საპროცესო შეთანხმებებით და ა.შ.“, - ნათქვამია მიმოხილვაში.

თვისებრივი და რაოდენობრივი ანალიზის საფუძველზე სამუშაო ჯგუფმა შეადარა ალტერნატიული სცენარები და დაადგინა, რომელი მათგანი პასუხობს მიზნებს ყველაზე უკეთ.

მულტიკრიტერიუმების ანალიზიდან გამოიკვეთა, რომ სცენარი 3“ უპირატესია ყველა სხვა სცენართან მიმართებაში. ამ სცენარის პირობებში ყველაზე ნაკლები ნარკომომხმარებელია, წარმოიქმნება ყველაზე მეტი საზოგადოებრივი სარგებელი და ეს სცენარი წარმოადგენს ყველაზე ეფექტიან ალტერნატივას (სარგებლისა და დანახარჯის თანაფარდობა ყველაზე მაღალია). 

რეგულირების გავლენის შეფასებამ აჩვენა, რომ სრულყოფილად განხორციელებული (არანომინალურად) რეფორმა დადებით შედეგებს მოუტანს საზოგადოებას („სცენარი 3“). „სცენარი 3“-ის შემთხვევაში მთლიანი წმინდა სარგებელი საზოგადოებისათვის (საბაზისო სცენართან მიმართებაში) არის ყველაზე მაღალი და შეადგენს 997 მილიონ ლარს.

„სცენარი 3-ის“ განხორციელების შემთხვევაში ინექციურ ნარკომომხმარებელთა რაოდენობა 2027 წლისთვის განახევრდება

მსოფლიო ნარკოტიკების შესახებ გაეროს 2017 წლის ანგარიშის თანახმად, საქართველოში ინექციურ ნარკომომხმარებელთა წილი 15-64 წლამდე ასაკის მოსახლეობაში შეადგენს 2.02%-ს (49,700 ადამიანი). აღნიშნულ მონაცემზე დაყრდნობითა და გაეროს დემოგრაფიული პროგნოზების გამოყენებით გაკეთდა გონივრული დაშვებები სცენარების მიხედვით. დოკუმენტის მიხედვით, გამოიკვეთა, რომ „სცენარი 3-ის“, რომელიც კომპლექსურ ღონისძიებებს ითვალისწინებს, აღმოჩნდა ყველაზე ეფექტური ინექციურ ნარკომომხმარებელთა რიცხვის შემცირებისთვის - 10 წლის შემდეგ, 2027 წლისთვის ინექციური ნარკომომხმარებელბის რაოდენობა 24 180 იქნება, მაშინ როდესაც, რეფორმის არ განხორციელების შემთხვევაში ინექციურ ნარკომომხმარებელთა რაოდენობა კიდევ 5 000-ით მოიმატებს და 55 614 შეადგენს.

„აგრეთვე, 2018 წლიდან ამოქმედებას იწყებს 10 ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრი და 15 გადარწმუნების კომისია, რასაც 2022 წლისთვის დაემატება კიდევ 10 ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრი, ამასთან 2018 წლიდან ინერგება სკოლებში პირველადი პრევენციის პროგრამა, - გაკეთდა დაშვება, რომ პრობლემისადმი აღნიშნულმა კომპლექსურმა მიდგომამ უნდა შეამციროს ნარკომომხმარებელთა რაოდენობა. ამ მხრივ გამოყენებულ იქნა საერთაშორისო გამოცდილება (პორტუგალიის მაგალითი), რომლის თანახმად, ნარკომომხმარებელთა წილი 15-64 წლამდე ასაკის მოსახლეობაში 2027 წლამდე უნდა განახევრდეს დღეს არსებულ მაჩვენებელთან მიმართებაში. კერძოდ, აღნიშნული თანაფარდობა წლების მიხედვით შემდეგნაირია: 2018 წელს - 2.16 %, 2020 წელს - 2.1%, ხოლო 2027 წელს - 1%“, - ვკითხულობთ დოკუმენტში.დოკუმენტის ავტორების თქმით, ნარკომომხმარებელთა რაოდენობის პროგნოზირებისთვის მომავალი 10 წლის განმავლობაში 2018-2027 წლებში, - გათვალისწინებულ იქნა რა ის ცვლილებები,  რომლებიც შედის საქართველოს სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამის მუხლებში და სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლი ძალაში შედის კანონის ამოქმედებიდან ერთი წლის შემდეგ.

გარდა ინექციური ნარკომომხმარებლების რაოდენობის შემცირებისა, დოკუმენტში შეფასებულია რეფორმის გავლენები სასჯელაღსრულების სისტემაზე, საერთო სასამართლოების სისტემაზე, ძალოვან უწყებებსა და ჯანდაცვის სამინისტროზე.

„სცენარი 3-ის“ შემთხვევაში, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2027 წლისთვის შემცირდება სასჯელაღსრულების სისტემაში მსჯავრდებული ადამიანების რაოდენობა. შესაბამისად, აღნიშნულ სცენარში შემცირდება როგორც პატიმრების შესანახად საჭირო თანხის ოდენობა, აგრეთვე ჯარიმებიდან სახელმწიფო ბიუჯეტში ჩასარიცხი თანხების ოდენობაც. კერძოდ, 2027 წელს სასჯელაღსრულების სისტემისთვის ზემოხსენებული პატიმრების შესანახად საჭირო იქნება 2,146,276 ლარი, ხოლო ამავე წელს ჯარიმებიდან სახელმწიფო ბიუჯეტში ჩასარიცხი თანხების ოდენობა შეადგენს 739,202 ლარს.

2027 წლისთვის მნიშვნელოვნად მცირდება სასამართლოებისა და პროკურატურის მიერ საქართველოს სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ნარკოტიკებთან დაკავშირებული შესაბამისი მუხლების მიხედვით განსახილველ საქმეთა რაოდენობა, რაც 2027 წლისთვის შეადგენს 4,712 საქმეს თითოეული უწყებისთვის (2017 წელთან მიმართებაში შემცირდება 59,6%-ით), შესაბამისად, მცირდება სასამართლოსა და პროკურატურის ხარჯებიც, რაც 2027 წელს სასამართლოსთვის შეადგენს მინიმუმ 169,617 ლარს, ხოლო პროკურატურისთვის - 2,028,337 ლარს.

56,2%-ით შემცირდება 2027 წლისთვის საპატრულო პოლიციის მიერ ქუჩის ნარკოტესტირების მიზნით დაკავების შემთხვევათა რაოდენობა, რაც 2027 წლისთვის შეადგენს 18,820 შემთხვევას და ამ მიმართულებით საპატრულო პოლიციის ხარჯები 2027 წლისთვის შეადგენს 2,538,442 ლარს.

ჯანდაცვის სისტემაში ხდება ნარკომანიის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული პირების რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა, რაც 2027 წლისთვის შეადგენს 12,090 ნარკომომხმარებელს, ხოლო ზრდის მაჩვენებელი 2017 წელთან შედარებით შეადგენს 85%-ს. ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ დაშვების მიხედვით, 2027 წლისთვის პაციენტთა რაოდენობა იქნება იმ წელს არსებული ნარკომომხმარებლების 50%, საიდანაც ნახევარი იქნება ჩართული ჩანაცვლებით თერაპიაში, ხოლო მეორე ნახევარი - დეტოქსიკაცია-რეაბილიტაციის პროგრამაში. ნარკომანის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სამინისტროს ხარჯები 2027 წლისთვის შეადგენს 34,331,539 ლარს.

რაც შეეხება აივ/ინფექციებით დაავადებულ პირთა რაოდენობისა და ნარკოტიკების მოხმარებით გამოწვეულ სიკვდილიანობის მაჩვენებლის ცვლილებას, ამ მხრივ C ჰეპატიტით დაავადებულ პირთა რაოდენობა მთლიანად ნარკომომხმარებლებში მცირდება 98%-ით და შეადგენს 725 C ჰეპატიტით დაავადებულ ნარკომომხმარებელს 2027 წლისთვის. მცირდება შიდსით დაავადებულ ნარკომომხმარებელთა რაოდენობა მთლიან ნარკომომხმარებლებში 94%-ით და 2027 წლისთვის შეადგენს 12 შიდსით დაავადებულ ნარკომომხმარებელს, მცირდება აგრეთვე ნარკომოხმარებით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი და 2027 წლისთვის შეადგენს 22 ადამიანს.

ვინაიდან აღნიშნული სცენარი გულისხმობს საქართველოს საჯარო სკოლებში ნარკომანიასთან დაკავშირებით პირველადი პრევენციის პროგრამის დანერგვას, შესაბამისად, დამატებითი ხარჯებია გათვალისწინებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის. კერძოდ, ამ მიმართულებით სამინისტროს დამატებითი ხარჯები ექნება 2018 წლიდან 150,000 ლარის ოდენობით, ხოლო 2027 წლისთვის აღნიშნული დამატებითი ხარჯი სამინისტროსთვის შეადგენს  505,000 ლარს.

რა მოხდება მაშინ, თუ არსებული ვითარება შენარჩუნდება:

  • 2027 წელს, საბაზისო 2017 წელთან შედარებით, ნარკომომხმარებელთა რაოდენობა გაიზარდა 12.06%-ით და შეადგინა 55,614 ნარკომომხმარებელი;
  • ნარკომომხმარებლების რაოდენობის ზრდის შესაბამისად გაიზარდება 2027 წლისთვის სასჯელაღსრულების სისტემაში მსჯავრდებული ადამიანების რაოდენობა;
  • ზრდის ტენდენციით ხასიათდება აგრეთვე სასამართლოებისა და პროკურატურის მიერ განსახილველ საქმეთა რაოდენობა;
  • იზრდება საპატრულო პოლიციის მიერ ქუჩის ნარკოტესტირების მიზნით დაკავების შემთხვევათა რაოდენობა;
  • იზრდება შიდსით დაავადებულ ნარკომომხმარებელთა რაოდენობა მთლიან ნარკომომხმარებლებში 154%-ით და 2027 წლისთვის შეადგენს 556 შიდსით დაავადებულ ნარკომომხმარებელს, იზრდება აგრეთვე ნარკომოხმარებით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი და 2027 წლისთვის შეადგენს 51 ადამიანს;

რეგულირების გავლენის შეფასების დოკუმენტის მეთოდოლოგიურ საკითხებზე კომიტეტის სამუშაო ჯგუფს კონსულტაციას აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (GGI) კონსულტანტები უწევდნენ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^