Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლები ქუთაისის მერიაში შეხვედრას მართავენ

14 დეკემბერი, 2017 11:40

აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლები ქუთაისის მერიაში შეხვედრაზე იმყოფებიან. მშობლების მოთხოვნაა, რომ მერიამ 100%-ით უზრუნველყოს აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის დაფინანსება.  მარი კორკოტაძის თქმით, ეს პროგრამა ქუთაისში თითქმის ისეთივეა, როგორიც თბილისში,  იმ განსხვავებით, რომ ნახევარს აქამდე აფინანსებდა ერთ-ერთი დონორი, ნახევარს კი მერია, თუმცა ახლა დონორი გავიდა პროგრამიდან და 40 ბავშვი რეაბილიტაციის გარეშე რჩება. 

„დონორი ერთი წელი იყო ამ პროგრამაში, ახლა გავიდა და ფაქტობრივად ეს ნახევარი ვინ უნდა გადაიხადოს, არ ვიცით. ამიტომ მერიას მივმართეთ ჩვენ, რომ როგორც თბილისში, ბათუმსა და ზუგდიდში აფინანსებს ამ ბავშვებს 100%-ით, აქაც იგივე გააკეთონ. ერთი წელი ეხმარებოდა მათ დონორი. 40 ბავშვზეა დაახლოებით საუბარი, რომლებიც იმ შემთხვევაში, თუ არ დააფინანსებენ, ვერ მოხვდებიან პროგრამაში. ეს არის ჩვენი მოთხოვნა“, - განაცხადა მარი კორკოტაძემ. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^