Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლების მოთხოვნები ქუთაისის მერიაში შეხვედრის შემდეგ უცვლელია

14 დეკემბერი, 2017 13:08

აუტმიზმის მქონე ბავშვების მშობლები ქუთასის მერიაში შეხვედრა გამართეს. მშობლების მოთხოვნაა, რომ მერიამ 100%-ით უზრუნველყოს აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის დაფინანსება.  ორგანიზაცია „ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ" ხელმძღვანელის, მარი კორკოტაძის თქმით, ეს პროგრამა ქუთაისში თითქმის ისეთივეა, როგორიც თბილისში, იმ განსხვავებით, რომ ნახევარს აქამდე აფინანსებდა ერთ-ერთი დონორი, ნახევარს კი მერია, თუმცა ახლა დონორი გავიდა პროგრამიდან და 40 ბავშვი რეაბილიტაციის გარეშე რჩება. 

როგორც მარი კორკოტაძემ „ლიბერალს" უთხრა, მშობლებს მოთხოვნა ჰქონდათ, რომ ქუთაისის მერს, გიორგი ჭიღვარიას შეხვედროდნენ, თუმცა  მშობლებს ვიცე-მერები - ნინო თვალთვაძე და გიორგი იობაშვილი შეხვდენენ. ვიცე-მერების განცხადებით, ამ ბავშვებიდან სრულად დააფინანსებენ მხოლოდ სოციალურად დაუცველებს, დანარჩენები კი იქნებიან თანადაფინანსებით. 

„შეხვედრაზე მერიის მხრიდან ითქვა, რომ ამ ბავშვებიდან სრულად, 100%-ით დაფინანსდებიან ისინი, ვინც არიან სოციალურად დაუცველნი. დანარჩენები იქნებიან თანადაფინანსებით. ეს არის სრულიად მიუღებელი, რადგან ისევ დისკრიმინაცია ხდება ამ ბავშვების, ისევ  სოციალურ სტატუსს აბამენ ამ ბავშვების კეთილდღეობას და განვითარებას. რაც არის არასწორი. შეხვედრაზე მშეობლებს უთხრეს, რომ მერია დაეხმარება მათ დონორების მოძიებაში, რათა დაფინანსდეს დანარჩენი ნაწილი. ვფიქრობ, რომ ეს არის მშობლების შეცდომაში შეყვანა, იქიდან გამომდინარე, რომ დონორები ფაქტობრივად თერაპიებს არ აფინანსებენ, თუ რაღაც განსაკუთრებული პროექტი არ აქვთ ამ კუთხით. ახლა დააფინანსონ ეს ბავშვები და პარალელურად მოიძიონ დონორები“, -განაცხადა მარი კორკოტაძემ. 

მისი თქმით, მშობლების მოთხოვნები უცვლელი. ისინი მოუწოდებენ ასევე საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, რატი იონათამიშვილს ჩაერთოს და ლობირება გაუწიოს ამ საკითხს. 

„მშობლები ახლა ისევ მოითხოვენ მერთან შეხვედრას. ასევე იგივეა ჩვენი მთავარი მოთხოვნა,  100%-ით დაფინანსდეს ეს ბავშვები და სარეზერვო თანხაც იყოს გამოყოფილი, რათა თუ ვინმეს დიაგნოზი დაესმევა, მათი დაფინანსებისთვისაც  იყოს თანხა გამოყოფილი. ვთხოვთ რატი იონათამიშვილს, ჩაერთოს ლობირება გაუწიოს ამ საკითხს და დაგვეხმაროს. ჩვენ გვინდა, რომ 27 დეკემბრამდე, სანამ ბიუჯეტი დამტკიცდება შევიდეს ეს ცვლილებები“,- განაცხადა  „ლიბერალთან“ მარი კორკოტაძემ.  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^