Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საია: სასამართლოს გადაწყვეტილებით, საჯარო სამსახურებმა 652 269 ლარის განაცდური გადაიხადეს

14 დეკემბერი, 2017 13:38

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ წარმოადგინა კვლევა - „საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე წარმოებული სასამართლო დავები სამინისტროებისა და თვითმმართველი ქალაქების წინააღმდეგ.“

საიას კვლევის მიხედვით, საჯარო მოსამსახურეების მიერ სამინისტროებისა და თვითმმართველი ქალაქების წინააღმდეგ 2012 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის პირველი ნოემბრის ჩათვლით სასამართლოში სულ შეტანილი იყო 382 სარჩელი (სამინისტროები - 321, თვითმმართველი ქალაქები - 61). კვლევის პერიოდში 153 საქმეზე დასრულდა წარმოება და კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გადაწყვეტილება, ხოლო 166 საქმის განხილვა კვლავ მიმდინარეობს სასამართლოს სხვადასხვა ინსტანციაში.

როგორც კვლევაშია მოცემული, სასამართლოს გადაწყვეტილებით, სამინისტროებმა და თვითმმართველმა ქალაქებმა განაცდურის სახით 652 269 ლარი გადაიხადეს. სამინისტროებმა 27 საჯარო მოხელეს აუნაზღაურეს განაცდური - სულ 373 038 ლარის ოდენობით. თვითმმართველი ქალაქების მიერ საჯარო მოსამსახურეებისათვის გადახდილი განაცდურის ოდენობაა 279 231 ლარი.

კვლევის მიხედვით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებიდან, სასამართლომ სრულად ან ნაწილობრივ დააკმაყოფილა 83 სარჩელი; არ დააკმაყოფილა 61 სარჩელი; საქმე მორიგებით დასრულდა 4 შემთხვევაში; წარმოება შეწყდა 40 შემთხვევაში; ხოლო მოსარჩელის მიერ სარჩელის გამოხმობის გამო, განუხილველი დარჩა 19 საქმე.

სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაევალათ უკანონოდ გათავისუფლებული 25 საჯარო მოხელის სამსახურში აღდგენა, ხოლო 4 თვითმმართველ ქალაქს (ქუთაისის მერია - 8, თბილისის მერია - 6, თბილისის საკრებულო - 5, ფოთის მერია - 5, რუსთავის მერია - 1) დაევალა ასევე 25 საჯარო მოხელის აღდგენა.

საიამ მოუწოდა საჯარო დაწესებულებებს, უზრუნველყონ საჯარო მოსამსახურის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილებების მიღება, ასევე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების თანახმად, უზრუნველყონ უკანონოდ გათავისუფლებული ყველა საჯარო მოსამსახურის სამსახურში აღდგენა იმავე ან ტოლფას თანამდებობაზე და და თავი შეიკავონ სასამართლოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების გასაჩივრებისაგან, თუ გადაწყვეტილება სათანადოდ დასაბუთებულია, რათა შეამცირონ საქმის განხილვის პერიოდი და საჯარო მოსამსახურისათვის განაცდურის სახით გადასახდელი თანხის ოდენობა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^