თბილისის ყოფილი მერი, დავით ნარმანია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრობაზეა წარდგენილი. მისი კანდიდატურის წარდგენის თხოვნით პრეზიდენტს საქართველოს მთავრობამ მიმართა.
„მიმდინარე წელს საქართველოს პრეზიდენტმა სემეკის სამ ვაკანტურ თანამდებობაზე სამი კანდიდატურა წარადგინა. მოგეხსენებათ, რომ სემეკის წევრების საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენა საჭიროებს შეთანხმებას საქართველოს მთავრობასთან. შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან აღნიშნული შეთანხმების ფარგლებში ნომინირებული იქნა ქალბატონი მაია მელიქიძის კანდიდატურა, რომელიც უკვე დამტკიცებულია და ასევე ბატონი გოჩა შონიას კანდიდატურა. ხოლო საქართველოს მთავრობის მხრიდან საქართველოს პრეზიდენტს ეთხოვა ბატონი დავით ნარმანიას კანდიდატურა“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, გიორგი აბაშიშვილმა „რუსთავი 2-თან“.