შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, შსს-ში ახალი დეპარტამენტის შექმნაა დაგეგმილი.მისივე თქმით, ცენტრალური აპარატის დონეზე ახალი დეპარტამენტის შეიქმნება და მისი მთავარი მიზანი საგამოძიები პროცესში ადამიანის უფლებების დაცვა იქნება.
„ვფიქრობთ, რომ ეს დეპარტამენტი დროებითი იქნება, სანამ სამინისტროში საგამოძიებო კომპონენტის რეფორმირება სრულად არ დასრულდება. ეს სპეციალური სტრუქტურა იზრუნებს ისეთი ტიპის დანაშაულზე როგორიც არის ქალთა მიმართა ძალადობა, არასრულწლოვნების დანაშაული და სხვა“, – განაცხადა საკომიტეტო მოსმენაზე გიორგი გახარიამ.