პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განათლებისა და მეცნიერების მინისტრობის კანდიდატმა, მიხეილ ჩხენკელმა სკოლებში ძალადობისა და ბულინგის თემაზე გაამახვილა ყურადღება. მისი განცხადებით, მინისტრად დანიშვნისთანავე მან ბულინგსა და ძალადობასთან ბრძოლა ერთ-ერთ პრიორიტეტად გამოაცხადა.
„განათლების მინისტრად დანიშვნისთანავე, ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად გამოვაცხადე სკოლებში ბულინგსა და ყველანაირ ძალადობასთან შეურიგებელი ბრძოლა. დავიწყეთ ბულინგისა და ძალადობის წინააღმდეგ ფარტომასშტაბიანი კამპანია, დარგის სპეციალისტებისა და კვალიფიციური ფსიქოლოგების მონაწილეობით. ჩვენი ფსიქოლოგები აქტიურად მუშაობენ სკოლებში. სისტემაში ფსიქოლოგიური სერვისები კიდევ უფრო გაძლიერდება. სკოლების ყველა მოსწავლისთვის ხელმისაწვდომი იქნება გამოცდილი და გულისხმიერი სპეციალისტების დახმარება. ჩვენი მიზანია არა მხოლოდ ძალადობის გამოვლენაზე რეაგირება, არამედ პირველ რიგში მისი პრევენცია. იმისთვის, რომ აღვკვეთოთ ძალადობა და ბულინგი, მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს უნდა ჰქონდეთ სათანადო ცოდნა. დაგეგმილი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში მათ მიეწოდებათ ამომწურავი განმარტებები და რეკომენდაციები. ძალადობისა და აგრესიის წინააღმდეგ შეურიგებელ ბრძოლაში, სახელმწიფო და ოჯახი გვერდიგვერდ უნდა იდგნენ. მოზარდებისთვის სკოლაში თუ სკოლის მიღმა კეთილგანწყობილი გარემოს შექმნაზე, ყველამ ერთად უნდა ვიბრძოლოთ“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
ჩხენკელი: ჩვენი მიზანია არა მხოლოდ ძალადობის გამოვლენაზე რეაგირება, არამედ პრევენცია
/
20 დეკემბერი, 2017
11:41
კომენტარები
ამავე რუბრიკაში
27
სექტემბერი
27
სექტემბერი
ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08
სექტემბერი
08
სექტემბერი
„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...
13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06
სექტემბერი
06
სექტემბერი
ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...
ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
27
თებერვალი
რუსეთის საბედისწერო პარადიგმა
ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი
ნაწილი I ...
13
თებერვალი
რუსეთის საბედისწერო პარადიგმა
ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი
ნაწილი ...
02
აგვისტო
კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყვიტოთ თვითგანადგურებ ...
„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ...
^