
განათლების მინისტრობის კანდიდატის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლების ფარგლებში უნივერსიტეტებს არაგეგმურად შეამოწმებენ. ამის შესახებ მიხეილ ჩხენკელმა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.
„უმაღლესი განათლების მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად გადაიდგმება ქმედითი ნაბიჯები. მოხდება უნივერსიტეტების არაგეგმური შემოწმება. ავტორიზაციის სტანდარტებისადმი შეუსაბამობა მათთვის სტუდენტთა მიღების შეჩერების საბაბი გახდება. მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, შემუშავდება უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი, უფრო ეფექტიანი მოდელი. ეს უკვე მიმდინარე პროცესია“, - განაცხადა ჩხენკელმა.