Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პრემიერი უმცირესობას: გინდათ დააჯეროთ მსოფლიოს, რომ პრორუსული ხელისუფლებაა საქართველოში

20 დეკემბერი, 2017 17:35

პარლამენტში უმცირესობის სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი კანდელაკმა პრემიერს, გიორგი კვირიკაშვილს საოკუპაციო ხაზის გადმოწევისა და ოთხოზორიას მკვლელობის შესახებ დაუსვა კითხვა, თუ რამდენი წერილი აქვს საქართველოს მთავრობას მიწერილი ევროპარლამენტისთვის, იმისთვის რომ საკითხი აქტუალური ყოფილიყო. კანდელაკის კითხვას სხდომაზე კამათი მოჰყვა. 

გიორგი კვირიაშვილის თქმით, მან არ იცის რამდენი წერილი გაიგზავნა ევროპარლამენტში, მაგრამ, მისი თქმით, საერთაშორისო ფორმატში არ ჰქონია ისეთი შეხვედრა, სადაც ამ თემაზე არ გამახვილებულა ყურადღება.

გიორგი კანდელაკის  განცხადებას, რომ საქართველოს მთავრობას არც ერთი წერილი არ მიუწერია ევროპარლამენტისთვის, პრემიერმა უპასუხა, რომ  ოპოზიციონერი დეპუტატები და მათ შორის გიორგი კანდელაკი ანტისახელმწიფოებრივ წერილებს წერენ ევროპარლამენტს. 

„სამარცხვინოა, რასაც თქვენ ქვეყნის წინააღმდეგ აკეთებთ, რა მიგაჩნიათ, სწორია ამის მიწერა ევროპისთვის რომ რუსები არიან ხელისუფლებაში? ამას წერს კანდელაკი მათ. თქვენ მსოფლიოს გინდათ დააჯეროთ ეს და ვეღარ გაგივიდათ, გატეხა სიმართლემ ის ფარდა, რომელიც თქვენ გაქვთ ჩამოშვებული, რომ საქართველოში მოვიდა პრორუსული ხელისუფელბა, ეგ აღარ გაქვთ ახლა სალაპარაკო და რაღაცებს აქ ცდილობთ. თქვენ, ბატონო გიგა, რებრენდიგი რომ გაიარეთ ახლა, ნუ გგონიათ, რომ ამას ახლა ვინმე დაგიჯერებთ საქართველოში“, - განაცხადა კვირიკაშვილმა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^