Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სამინისტრო: ნარკოპოლიტიკის შეცვლის მოთხოვნით მოშიმშილე პატიმრების მდგომარეობა სტაბილურია

20 დეკემბერი, 2017 18:36

სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, ნარკოპოლიტიკის შეცვლის მოთხოვნით ამ დროისთვის 2 მსჯავრდებული შიმშილობს. მათ შიმშილობა კვირაზე მეტია, გამოაცხადეს.

უწყებაში „ლიბერალს“ უთხრეს, რომ ორივე მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ყველა მაჩვენებელი ნორმაშია.

მათივე თქმით, მსჯავრდებულები პენიტენციური დაწესებულებების მედპერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. 

გასულ კვირას მოშიმშილე მსჯავრდებულები სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა მოინახულეს. როგორც აპარატის წარმომადგენელმა, გვანცა ჩხაიძემ „ლიბერალს“  უთხრა,   რამდენიმე მსჯავრდებულმა მათ სატელეფონო საუბრის უფლების აკრძალვის შესახებ განუცხადა. 

ჩხაიძის თქმით, მსჯავრდებულები მიიჩნევდნენ, რომ მათ მიერ გამოცხადებული შიმშილობის გამო ხდებოდა აღნიშნული უფლების შეზღუდვა.

სახალხო დამცველის წარმომადგენელი ამბობს, რომ აპარატი ამ საკითხებს სწავლობს.

სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, მსჯავრდებულს სატელეფონო საუბრის უფლება დისცილინური გადაცდომის გამო კანონიერად ჰქონდა შეზღუდული.

---

მსჯავრდებულების შიმშილობის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად „თეთრი ხმაურის მოძრაობამ " გაავრცელა. მოძრაობის თქმით, მსჯავრდებულებმა შიმშილობა საკანონმდებლო ცვლილების დაჩქარების მოთხოვნით დაიწყეს.

„ჩვენ უკვე წლებია ვისმენთ ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებისგან, რომ მომხმარებლები ციხეში არ უნდა ისხდნენ, თუმცა არაფერი შეცვლილა. ველოდებით კანონს, რომელმაც პატიმრებს თავისუფლება, პრობაციონერებს ადამიანური ყოფა უნდა დაუბრუნოს, საკანონმდებლო პროცესი კი ჭიანურდება. პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და საქართველოს პარლამენტი იძლეოდა დაპირებას, რომ ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმისა და ჯანდაცვის კომიტეტის ერთობლივი რეფორმის ბედი საშემოდგომო სესიაზე გადაწყდებოდა. სესია იწურება, საკომიტეტო მოსმენა კი არც დაწყებულა. როგორც გარეთ, ისე საპატიმროებში დაძაბულობის ხარისხი ყოველ წამს იზრდება", - ნათქვამი იყო მოძრაობის განცხადებაში.

„თეთრი ხმაურის მოძრაობა" მოითხოვს საქართველოს პარლამენტისგან დეკრიმინალიზაციის კანონპროექტის დამტკიცების საკითხის მიმდინარე წლის ბოლომდე, დაჩქარებულ რეჟიმში, გადაწყვეტას, ინიცირებული კანონპროექტის პრინციპების დამტკიცებას და კენჭისყრაზე გატანას.

ასევე, საქართველოს პრეზიდენტისგან მოითხოვენ, რომ 2017 წლის დეკემბრის ბოლომდე, სასწრაფო რეჟიმში უზრუნველყოს ნარკოდანაშაულში მსჯავრებული პირების მასობრივი შეწყალება.

მათი თქმით, საპატიმრო დაწესებულებებში დღემდე თვალით უხილავ ოდენობებზე მსჯავრდებული პირები რჩებიან, ყოველი მესამე პატიმარი ნარკოდანაშაულისთვის იხდის სასჯელს;

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^