ბატონი კვირიკაშვილი პასუხს აგებს ძალიან მკაცრად კანონის წინაშე, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ნიკა მელიამ განაცხადა.
„ბატონი კვირიკაშვილი აგებს პასუხს კანონის წინაშე ძალიან მკაცრად, კანონის მთელი სიმკაცრით. ეს უსასრულობა, უმსგავსობა და უსამართლობა დასრულდება ძალიან მალე. შეიძლება მოკლე ტაქტიკური გამარჯვება მოიპოვოს არასწორად პოლიტიკურ პარტიასა და საზოგადოებაზე არჩევნებში, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში აუცილებლად დამარცხდება. არანაირ კეთილდღეობაზე ეს ადამიანი არ ზრუნავს", - განაცხადა ნიკა მელიამ.
კვირიკაშვილმა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" სხდომაზე ნიკა მელიას შეაგინა.
კვირიკაშვილის მიერ მელიას მისამართით გაჟღერებულ უცენზურო მიმართვას, ოპოზიციონერი დეპუტატის მხრიდან საპასუხო რეპლიკები მოჰყვა. მელიამ კვირიკაშვილს „უნამუსო“ და „კორუმპირებული“ უწოდა.
„როგორც ძველი ბიჭი ისე „იქაჩები“. შენ ხარ უნამუსო ადამიანი“, - მიმართა მელიამ კვირიკაშვილს. მან მოგვიანებით საზოგადოებას ზედმეტი ემოციებისთვის ბოდიში მოუხადა.