„უხ, შენ გენაცვალე!!! პირდაპირ ზიდანი გამახსენეთ ბატონო პრემიერო" - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების" დეპუტატი ენძელა მაჭავარიაბი პარლამენტში მომხდარ ინციდენტს, როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატს, ნიკა მელიას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
ენძელა მაჭავარიანი პარლამენტში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" კვოტით მოხვდა. ის განათლებით ჟურნალისტია. საკანონმდებლო ორგანოში კი გარემოს დაცვის კომიტეტში საქმიანობს.