Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პრემიერი: ქუთაისის ახალი უნივერსიტეტის მთავარი პარტნიორი მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტია

21 დეკემბერი, 2017 19:06

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ამ წუთებში დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს. „ევროპული საქართველოს" წევრმა, გიგი წერეთელმა მას ქუთაისის ახალი უნივერსიტეტის შესახებ ჰკითხა. 

პრემიერის თქმით, ქუთაისის უნივერსიტეტთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი მოსამზადებელი სამუშაობი ჩატარდა და საერთაშორისო კონკურსი გამოცხადდა, რის შემდეგაც პარტნიორად მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი შეირჩა. 

„მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი იქნება მთავარი პარტნიორი ქუთაისის უნივერსიტეტის. მემორანდუმი უკვე გაფორმებულია. ქუთაისის უნივერსიტეტი სწორედ მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის მიმართულებას დაფარავს რეგიონში. ეს იყო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და ბევრი მუშაობა დასჭირდა. მშენებლობის ნებართვა სექტემბერში გაიცა და ქვაბული უკვე გაკეთებულია. 2018 წელს დაიწყება მთავარი მშენებლობა. სტუდენტების პირველი ნაკადის მიღება კი ერთ წელიწადში იქნება შესაძლებელი,“ - ამბობს კვირიკაშვილი.  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^