Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

40-წამიანი საახალწლო ვიდეორგოლის დამზადებისთვის თბილისის მერია 115 186 ლარს იხდის

21 დეკემბერი, 2017 20:34

„თბილისის მერია გილოცავთ ახალ წელს“ - საახალწლო ვიდეორგოლის გადაღება-დამზადების მომსახურებისთვის მერია 115 186 ლარს გადაიხდის.

შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული დოკუმენტაციის თანახმად, თბილისის მერიამ შპს „ბეთერ ფლაისთან“ ხელშეკრულება 15 დეკემბერს გააფორმა. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, სარეკლამო ვიდეორგოლის ქრონომეტრაჟი 40 წამი უნდა იყოს, წამში 25 კადრით და ის უნდა შეიცავდეს ინფორმაციას ახალი 2018 წლის მილოცვის თაობაზე.

ხელშეკრულების მიხედვით, მომსახურების გაწევის თარიღად დასახელებულია არაუგვიანეს 2017 წლის 20 დეკემბერი.

აღსანიშნავია, რომ მერიამ შპს „ბეთერ ფლაის" მომსახურება გამარტივებული შესყიდვის წესით შეიძინა, რაც ნიშნავს იმას, რომ მომსახურების გამწევ კომპანიას თავად შემსყიდველი (თბილისის მერია) ირჩევს და არ ცხადდება ტენდერი, სადაც მონაწილეობის მიღება სხვა დაინტერესებულ კომპანიებსაც შეუძლია.

შპს „ბეთერ ფლაის“ დირექტორი და წილის 100%-ის მფლობელი არის დავით ჯაში.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემებით, დავით ჯაშმა 2016 წელს პარტია „ქართულ ოცნებას“ 60 000 ლარი შესწირა.

როგორც „ლიბერალს“ მერიის პრესსამსახურში განუცხადეს, ვიდეოგროლს საზოგადოება  25 დეკემბრიდან იხილავს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^