Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პრემიერი: მომხრე ვარ, რომ ქალთა მიმართ ძალადობაზე ყველაზე საშინელი სასჯელი დავაწესოთ

21 დეკემბერი, 2017 22:19

პრემიერ- მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, რომ მხარს უჭერს კანონმდებლობის გამკაცრებას ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ. მისი თქმით, ქალთა მიმართ ძალადობის კუთხით ქვეყანაში უბედურება ხდება და ეს სამარცხვინო მდგომარეობაა. 

”ჩვენი ქვეყნის უმძიმესი პრობლემაა ქალთა მიმართ ძალადობა. მართლაც და, ქვეყნის ღირსების საკითხია - რაღაცებით მოგვაქვს თავი და, დღე და კვირა არ გავა, რომ მამაკაცმა, თუ შეიძლება მას მამაკაცი ეწოდოს, ცოლი თუ ყოფილი ცოლი არ მოკლას, თან ძალიან სასტიკი ფორმით. ამ მიმართულებით უბედურება ხდება ქვეყანაში. ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა როგორც კრიმინალთან ბრძოლის მიმართულებით, ასევე კულტურული და მენტალური პრობლემა გახლავთ. ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გვაქვს გადასადგმელი. ვიქნები მომხრე, ქალთა მიმართ ძალადობაზე ყველაზე საშინელი სასჯელი დავაწესოთ. ჩვენ გარკვეული ნაბიჯები გადავდგით. იუსტიციის მინისტრმა გარკვეული ცვლილებები დააინიცირა, მაგრამ სამწუხაროდ, შედეგი იმაზე მეტყველებს, რომ ამ მიმართულებით სასურველი შედეგი ვერ მივიღეთ, - განაცხადა კვირიკაშვილმა პარლამენტის სხდომაზე. 

პარლამენტი მთავრობის ახალი შემადგენლობის ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობს.
 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^