დღეს, დილით ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევას შედეგად ქვეითი გარდაიცვალა. მას ავტომობილი დაეჯახა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი სკოლის მასწავლებელი იყო.
როგორც „ლიბერალს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.