Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ნორვეგია პირველი ქვეყანაა, რომელმაც FM რადიო გამორთო

22 დეკემბერი, 2017 14:07

ნორვეგიამ FM რადიოდან ციფრულ რადიოსიგნალზე გადასვლა დაასრულა. შესაბამისად, FM სიგნალები ქვეყანაში აღარ იქნება. ნორვეგიის კომერციული და საზოგადოებრივი რადიოების ჯგუფის (Digitalradio Norge) განცხადებით, 2017 წლის 11 იანვარს დაწყებული პროცესი 13 დეკემბერს არქტიკაში, სვალბარდის არქიპელაგზე FM სიგნალის გათიშვით დასრულდა.

Digitalradio Norge-ის განცხადებით, ციფრული რადიოს გაცილებით მეტი სიგნალისთვის ექნება სივრცე და უკეთესი ხარისხით იმაუწყებლებს, თანაც  FM-თან შედარებით რვაჯერ იაფი იქნება. 

თუმცა ამ ცვლილებას კრიტიკაც მოჰყვა. რადიოს მომხმარებლები ჩივიან, რომ ციფრული რადიოსიგნალებისთვის მიმღები აპარატები საკმაოდ ძვირია და 100-დან 200 ევრომდე ღირს. ამასთან ციფრული რადიოსიგნალი ჯერჯერობით მთელ ქვეყანას არ ფარავს. თავად Digitalradio Norge-ის მონაცემებით, ნორვეგიაში მძღოლების მხოლოდ 49%-ს შეუძლია ციფრული რადიოსიგნალების მიღება.

ადგილობრივი მედიის ცნობით კი, ბოლო ერთ წელში რადიოს მომხმარებელთა საერთო რიცხვმა 10%-ით იკლო, მათ შორის, საზოგადოებრივი რადიო NRK-ის მსმენელი 21%-ით შემცირდა.

„ეს არის დიდი ცვლილება და მსმენელს უნდა მივცეთ დრო ციფრულ რადიოზე გადასართავად“, - თქვა Digitalradio Norge-ის ხელმძღვანელმა ოლე იურგენ ტორვმარკმა. „თითოეულ რეგიონში FM რადიოს დახურვის შემდეგ მსმენელმა თავდაპირველად მოიკლო, მაგრამ მოგვიანებით მათი რიცხვი გაიზარდა“.

ნორვეგიაში ციფრულ რადიომაუწყებლობაზე გადასვლა მხოლოდ ცენტრალური რადიომაუწყებლებისთვის არის სავალდებულო. ლოკალური რადიოკომპანიების დიდი ნაწილი კი ჯერჯერობით ისევ FM ტალღებით მაუწყებლობს.

ფოტო: AFP 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^