პარლამენტმა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში ორ ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილ გოჩა შონიასა და დავით ნარმანიას კანდიდატურებს ერთხმად დაუჭირა მხარი.
დავით ნარმანიას კანდიდატურას მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო გოჩა შონიას კანდიდატურას – ასევე 83-მა დეპუტატმა.
სემეკის წევრობის კანდიდატურები პარლამენტს დღეს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ზურაბ მაჭარაძემ წარუდგინა.