Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტი მესამე მოსმენით დაამტკიცა

22 დეკემბერი, 2017 16:04

საქართველოს პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტი მესამე მოსმენით დაამტკიცა.  კანონპროექტს 63 მომხრე ჰყავდა, 3 კი მოწინააღმდეგე. საკანონმდებლო პაკეტი ხელმოსაწერად პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს გადაეგზავნება.

ცვლილება რამდენიმე საკითხს ეხება, მათ შორის არის: საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობის საჯაროობა, სამეურვეო საბჭოს ფუნქციები, მაუწყებლის შესყიდვები, ბიუჯეტი, კომერციული და სოციალური რეკლამის განთავსება.

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს საპარლამენტო განხილვების პარალელურად აკრიტიკებდნენ არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები. 12 დეკემბერს ცვლილებებს გამოეხმაურა „კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის“, რომელიც წერდა, რომ „სხვადასხვა შეფასებით, წარმოდგენილი კანონპროექტი შეიცავს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საქმიანობის გაუმჭვირვალობისა და კორუფციის რისკებს, ასუსტებს მაუწყებელზე საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმებს და არაკონკურენტულ გარემოს ქმნის სარეკლამო ბაზარზე“. 

ამ საკანონმდებლო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმაც. კომიტეტის აპარატში კანონპროექტის წინააღმდეგ ხმა 11-მა დეპუტატმა მისცა, მის მხარდასაჭერად კი ხელი არცერთ დეპუტატს არ აუწევია. მიუხედავად ამისა, ის პლენარულ სხდომაზე მაინც გავიდა. 

ამის შემდეგ, გიორგი მარგველაშვილმა ინიციატივა გამოთქვა, რომ კანონპროექტის შესახებ მედიასა და არასამთავრობო სექტორს შეხვედროდა. „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ აღმასრულებელმა საბჭომ კი განცხადება გაავრცელა, რომ პრეზიდენტს შერეულ ფორმატში არ შეხვდებოდა. „ნებისმიერ შერეულ ფორმატში მონაწილეობა ჩვენთვის მიუღებელია, რადგან, ჩვენი აზრით, ასეთი ფორმატი არ იძლევა საკითხში გარკვევის რეალურ შესაძლებლობას და შედეგისთვის მხოლოდ საზიანო შეიძლება აღმოჩნდეს. იმის გამო, რომ გარკვეული ჯგუფები ცდილობენ, განზრახ არასწორად განმარტონ კანონის კონკრეტული მუხლები და სრულად დაამახინჯონ კანონის ზოგადი სულისკვეთება, მათთან კამათი ჩვენი პრინციპებიდან და მაუწყებლის ინტერესებიდან გამომდინარე მიუღებლად მიგვაჩნია“, - წერდა „მაუწყებლის“ აღმასრულებელი საბჭო.

საბოლოოდ, გიორგი მარგველაშვილი საბჭოს შეთავაზებას დათანხმდა და მის წევრებს „მაუწყებლის შესახებ“ კანონში ცვლილებებზე სასაუბროდ ცალკე შეხვდა. „საზოგადოებაში გამოითქვა ბევრი კრიტიკა და შენიშვნა. ამიტომ საქართველოს პრეზიდენტი აპირებს, რომ შეხვდეს ყველა იმ მხარეს, რომლებმაც ეს მოსაზრებები გამოთქვა; მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, რათა ჩამოვყალიბდეთ იმ კრიტიკულ, ან ნაკლებად კრიტიკულ ასპექტებზე, რომლებსაც პარლამენტი განიხილავს“, - თქვა შეხვედრამდე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ.

კერძო მედიის წარმომადგენლებმა პრეზიდენტს შეხვედრის შემდეგ მოუწოდეს, რომ პარლამენტის მიერ ამ კანონის დამტკიცების შემთხვევაში მისთვის ვეტო დაედო. „ეს არის უსამართლობა, ეს არის არასწორი, როცა ამხელა ბიუჯეტის მქონე ტელეარხი შემოდის ბაზარზე და წაიღებს კომერციული ტელევიზიების წილს. ეს განსაკუთრებით აზარალებს მცირებიუჯეტიან და რეგიონულ მედიებს“, - თქვა ნინო ჯანგირაშვილმა.

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ კი პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ კომერციული ტელევიზიების წარმომადგენლებს მოუწოდა, „ტრაგიკულად ნუ დახატავდნენ ვითარებას, რომ თითქოს „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ მათ საარსებო წყაროს ართმევთ“. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^