Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

იუსტიციაში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ახლადდანიშნულ წარმომადგენელს შეხვდნენ

22 დეკემბერი, 2017 18:10

საქართველოს იუსტიციის სამინისტროში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელთან შეხვედრა გაიმართა

იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ახალდანიშნულ წარმომადგენელელს საქართველოში კაუპო კანდის შეხვდა. 

შეხვედრის ფარგლებში განიხილეს  საქართველოსა და ჰააგის სასამართლოს შორის 2008 წლის ომის საქმის გამოძიების ფარგლებში თანამშრომლობისა და საზოგადოების ინფორმირების საკითხები.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, კაუპო კანდი ესტონელი დიპლომატია, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოში სხვადასხვა პოზიციაზე და ძალიან კარგად იცნობს რუსეთ-საქართველოს შორის კონფლიქტის ასპექტებს. 

იუსტიციის სამინისტროში სახელმწიფო უწყებებთან გამართული შეხვედრის შემდეგ კაუპო კანდი შეხვდება საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.

"საქართველო 2008 წლის ომის თემაზე ჰააგის სასამართლოსთან მჭიდროდ თანამშრომლობს. ცოტა ხნის წინ იუსტიციის სამინისტროს დელეგაციას ნიუ-იორკში მნიშვნელოვანი ვიზიტი ჰქონდა, რომლის ფარგლებშიც პარტნიორი სახელმწიფოების დელეგაციებს შეხვდა. ყველა შეხვედრის თემა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის ფარგლებში ჩადენილი დანაშაულების გამოძიება იყო. პარტნიორი ქვეყნების ინფორმირება 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიების საკითხზე საქართველოსათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლა, როდესაც ჰააგის სასამართლოში გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს.

საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა პარტნიორ სახელმწიფოთა წარმომადგენლებს განუმარტა, თუ რა სირთულეები არსებობს ჰააგის მიერ წარმოებული გამოძიების ფარგლებში. როგორც გოჩა ლორთქიფანიძემ აღნიშნა, ჰააგის სასამართლო განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საერთაშორისო ინსტიტუციაა ისეთი პატარა ქვეყნებისთვის, როგორიც საქართველოა, რომელიც საკუთარი ინტერესების დაცვას მხოლოდ სამართლებრივი გზების გამოყენებით ხედავს. მისივე თქმით, მართლმსაჯულების აღსრულება ამ საქმეში მნიშვნელოვანია არა მარტო 2008 წლის ომის დროს დაზარალებულთათვის ან საქართველოს, როგორც დაზარალებული ქვეყნისათვის, არამედ, ზოგადად, ჰააგის სასამართლოსათვის. ამასთან, დელეგაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ საქართველო მხარს უჭერს იმ ინიციატივებს, რომლებიც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ინსტიტუციურ და სამართლებრივ გაძლიერებას ემსახურება, რათა სასამართლოს მანდატი სრულად და ეფექტურად შესრულდეს, "- ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცეებულ ინფორმაციაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^