Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

EMC საპოლიციო კონტროლზე - ესაა მოქალაქეთა უფლებებში არაპროპორციული ჩარევა

23 დეკემბერი, 2017 15:45

არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი"(EMC) ქვეყნის მასშტაბით საპოლიციო კონტროლს განცხადებით ეხმაურება, სადაც ნათქვამია, რომ ესაა მოქალაქეთა უფლებებში არაპროპორციული და არათანაზომიერი ჩარევა. ორგანიზაციის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"შინაგან საქმეთა მინისტრის 21 დეკემბრის ბრძანებით, 22-24 დეკემბერს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ხორციელდება სპეციალური საპოლიციო კონტროლი, იგივე რეიდი. ღონისძიების ჩატარების საფუძვლად მითითებულია მხოლოდ ზოგადი სამართლებრივი საფუძვლები.

აბსტრაქტული საფუძვლებით, დანაშაულის ზოგადი პრევენციის მიზნით, 36 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით საპოლიციო კონტროლის განხორციელება, რა დროსაც ქვეყნის ტერიტორიაზე მყოფი ნებისმიერი პირი შეიძლება დაექვემდებაროს პოლიციის მხრიდან შემოწმებას, წარმოადგენს არაპროპორციულ და არათანაზომიერ ჩარევას მოქალაქეთა უფლებებში. აღსანიშნავია ისიც, რომ სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში ჩანს, რომ ფაქტობრივად, პოლიცია ერთდროულად ატარებს საგამოძიებო და პრევენციულ ღონისძიებებს, თუმცა, არ აკონკრეტებს, რა საქმის გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს ამ მასშტაბის ღონისძიებები - პირების დაკავება, საცხოვრებელი სახლების ჩხრეკა და უკანონო ნივთების ამოღება.

კიდევ ერთხელ უნდა ითქვას, რომ საპოლიციო კონტროლი, ისევე როგორც შეჩერება და ზედაპირული შემოწმება, არის პრევენციული ღონისძება და მას არ უნდა იყნებდნენ არ დანაშაულის გამოძიების მიზნით. პრევენციული საპოლიციო ღონისძიებების დროს მოქალაქეები დაცვის ნაკლები გარანტიებით სარგებლობენ და ეს ღონისძიებები საპროკურორო და სასამართლო კონტროლის გარეშე მიმდინარეობს. ამდენად, თუკი შინაგან საქმეთა სმაინისტროს აქვს ინფორმაცია ქვეყნის ტერიტორიაზე მომხდარი დანაშაულის შესახებ, მან უნდა დაიწყოს გამოძიება და ჩაატაროს საგამოძიებო მოქმედებები შესაბამისი პროცედურების დაცვით. საპოლიციო კონტროლი კი არ არის საგამოძიებო მოქმედება.

მნიშვნელოვანია, რომ ამ მასშტაბის საპოლიციო მოქმედებების დროს, მოქალაქეები იცნობდნენ საკუთარ უფლებებს და პოლიციის ვალდებულებებს და შეძლონ უფლებების დაცვა სამართალდამცავების შესაძლო თვითნებობის შემთხვევაში. სპეციალური საპოლიციო კონტროლის დროს, მოქალაქეებმა უნდა გაითვალისწინონ:

· ღონისძიების დაწყებამდე, პოლიციელი ვალდებულია მოქალაქეს წარუდგინოს თავი, აგრეთვე მისი სამუშაო ადგილი;

· რეიდის განხორციელებისას სავალდებულოა, პოლიციელი აღჭურვილი იყოს სამხრე ვიდეო-კამერით, რომელიც ჩართულ მდგომარეობაში უნდა იყოს მოქალაქესთან კონტაქტის დროს;

· რეიდის ფარგლებში, პირის ზედაპირული შემოწმება გულისხმობს მის ტანისამოსზე მხოლოდ გარედან შეხების გზით პირის შემოწმებას. ზედაპირული შემოწმების დროს პოლიციას არ აქვს უფლება, პირს ჯიბესი ჩაუყოს ხელი, გახადოს ტანსაცმელი, ან თავად მოქალაქეს სთხოვოს ამის გაკეთება;

· ზედაპირულ შემოწმებას ატარებს იგივე სქესის პოლიციელი;

· თუკი მოქალაქე მიიჩნევს, რომ ამ ღონისძიების ფარგლებში დაირღვა მისი უფლებები, ან სამართალდამცავმა დაარღვია ეთიკის წესები, მას შეუძლია მიმართოს სამინისტროს გენერალურ ინსპექციას, ნომერზე 126.

სპეციალური საპოლიციო კონტროლი (რეიდი) როგორც ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური საპოლიციო ღონსიძიება, EMC-ის გასაჩივრებული აქვს საკონსტიტუციო სასამართლოში. 21 დეკემბრეს მინისტრის მიერ გამოცემული ბრძანებას EMC ასევე გაასაჩივრებს საერთო სასამართლოებში. EMC გამოხატავს მზადყოფნას სამართლებრივი დახმარება გაუწიოს მოქალაქეებს, რომლებიც თვლიან რომ მასშტაბური საპოლიციო ღონისძიებების დროს მათი უფლებები დაირღვა", - წერია ორგანიზაციის განცხადებაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^