დღეს პოლიციამ დააკავა ზვიად რატიანი და სცემა. მას დაზიანებები აქვს სხეულზეც და სახეზეც. - ამის შესახებ ლიბერალს ჟურნალისტმა ნინო ბექიშვილმა უთხრა.
ზვიად რატიანი ამ მომენტში დიღმის სამმართველოში იმყოფება, ის მოინახულა სახალხო დამცველის წარმომადგენელმაც და ადვოკატმაც.
როგორც ადვოკატმა ბექიშვილს განუცხადა, რატიანს ცემის კვალი ეტყობა სახეზე, ხელებზე, ფეხებზე.
პოლიცია რატიანს დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას ედავება.
შეგახსენებთ რომ გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციური კონტროლი დაანონსა. პოლიცია მთელი ქვეყნის მასშტაბით რეიდებს ატარებს.
"ლიბერალი" თვალყურს ადევნებს ამ საქმეს და სიახლეებს პერმანენტულად შემოგთავაზებთ.
რატომ დააკავეს და სცემეს ზვიად რატიანს პოლიციელებმა - რას ჰყვება პოეტი