დიღმის პოლიციის სამმართველოსთან ზვიად რატიანის მეგობრები და კოლეგები იკრიბებიან.
პაატა შამუგია "ლიბერალთან" საუბარში ამბობს, რომ ისინი ჯერ მოვლენების განვითარებას ელოდებიან, და რატიანის სასამართლოში გადაყვანისას, საქალაქოსთან გადაინაცვლებენ, სადაც სავარაუდოდ პოეტის მხარდამჭერი აქციაც გაიმართება.
ამ წუთებში, იზოლატორში, ზვიად რატიანს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპეციის თანამშრომლები ხვდებიან.
"ახლა ირკვევა საქმე, და მოგვიანებით მოგაწვდით დეტალებს" - გვითხრა პოლიციის მაკონტრლებელი უწყების წარმომადგენელმა.
შეგახსენებთ, რომ წუხელ. გვიან ღამით, პოეტი ზვიად რატიანი პოლიციელებმა დააკავეს და სცემეს. ის იზოლატორშია გადაყვანილი. პოლიცია მას დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას ედავება. სასამართლო პროცესი დღეს არის ჩანიშნული.
რატომ დააკავეს და სცემეს ზვიად რატიანს პოლიციელებმა - რას ჰყვება პოეტი