Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დიდთოვლობა რეგიონებში და გზებზე დაწესებული სხვადასხვა სახის შეზღუდვები

24 დეკემბერი, 2017 17:05

საქართველოს მასშტაბით რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო საავტომობილო გზებზე სხვადასხვა სახის შეზღუდვებია დაწესებული. 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, ცენტრალური და ადგილობრივი შესაბამისი სამსახურები ადგილზე კოორდინირებულად მუშაობენ. ინტენსიურად მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები, რათა უახლოეს პერიოდში ყველა მიმართულებით საავტომობილო მიმოსვლა აღდგეს. 

„საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე ინტენსიური თოვის გამო ზვავსაშიშროებაა. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამავე გზის მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე მისაბმელიანი, ნახევრადმისბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა აკრძალულია, ხოლო მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჭაჯვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, ასევე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება. მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გარკვეულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება.

ინტენსიური თოვამ პრობლემები შექმნა ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის ნაქერალას უღელტეხილის მონაკვეთზე. აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის 71-ე კმ-ზე (ამბროლაურთან) დიდი მოცულობის კლდოვანი მასის ჩამოწოლის გამო, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადართულია სოფელ იწა და სოფელ ახალსოფელზე გამავალ ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე.

დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კორშა-შატილის მონაკვეთზეც, რის გამოც ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამავე გზის გარკვეულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია", - ნათქვამია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 25-26 დეკემბერს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ რაიონებში მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვლის სახით, მაღალმთიან რაიონებში ზოგან ქარბუქი. ზოგან იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი (დროგამოშ-ვებით 20-25მ/წმ-მდე). ჰაერის ტემპერატურა ღამით დაბლობსა და ბარში მოსალოდნელია 0, +5 იქნება, დღისით კი - +4, +9. 27-30 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში დღისით მოიმატებს და იქნება +9,+14 გრადუსი, აღმოსავლეთ საქართველოში კი +6, +11 გრადუსი, ღამით კი მოსალოდნელია ყინვების გაძლიერება: ბარში ზოგან -5 გრადუსამდე, მთიან რაიონებში -10, -5, ხოლო მაღალმთაში შესაძლებელია -15, -10 გრადუსის ფარგლებში. 31 დეკემბერს კი საქართველოში შენარჩუნდება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^