მუსიკალური პროექტი „პანდა“ დასრულდა - ამის შესახებ პროექტის ავტორებმა ოფიციალურ Facebook-გვერდზე დაწერეს და პროექტის ფარგლებში შექმნილი ბოლო, მესამე ვიდეოკლიპი გამოაქვეყნეს.
„პანდა“ ინტერნეტსივრცეში პირველად მიმდინარე წლის 15 ივნისს გამოჩნდა სიმღერით „ჩამოვკრავდი მარა ნათლისღებაა“, რომელსაც Youtube-ზე 2 მილიონზე მეტი ნახვა აქვს.