Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ზვიად რატიანი სასამართლო პროცესზე ტვინის შერყევის გამო ვერ გამოცხადდა

25 დეკემბერი, 2017 12:42

ზვიად რატიანის ადვოკატის, ანა ნასრაშვილის თქმით, დღეს ჩანიშნულ სასამართლო პროცესზე რატიანი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ გამოცხადდება. შესაბამისად, ის პროცესის გადადებას მოითხოვს. „ის არის მწოლიარე მდგომარეობაში, ტვინის შერყევის გამო. ამის შესახებ სასამართლოს მივაწვდით ინფორმაციას და მოვითხოვთ სასამართლო პროცესის გადადებას მანამდე, სანამ რატიანს შეეძლება პროცესზე დასწრება.“ - თქვა თბილისის საქალაქო სასამართლოში ანა ნასრაშვილმა.

ადვოკატ ნასრაშვილის თქმით, ზვიად რატიანი უარყოფს პოლიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს პოეტი ქუჩაში უმისამართოდ იგინებოდა და სამართალდარღვევის ოქმის შედგენის დროს პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია. „ის, რა თქმა უნდა, უარყოფს იმ ინფორმაციას, თითქოს თამარ მეფის გამზირზე მარტოდ მყოფი უმისამართოდ იგინებოდა და რაც გახდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის საფუძველი, როგორც ამას პოლიციის თანამშრომლები დაკავების ოქმში მიუთითებენ, ასევე, ამბობს, რომ მისი მხრიდან სამართალდარღვევა არ ყოფილა. შესაბამისად, ეს იქნება ჩვენი პოზიცია სასამართლო პროცესზე.“

თბილისის პროკურატურამ ზვიად რატიანის საქმეზე პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. გამოიკითხა თავად რატიანი და დაინიშნა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა. ანა ნასრაშვილის თქმით, ის პროკურატურას დღეს მიმართავს და ზვიად რატიანისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას მოითხოვს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^