2018 წლის ახალი წლის აღნიშვნისთვის გასამართი გალაკონცერტის ორგანიზების მომსახურების შესყიდვისთვის მერია ნახევარ მილიონზე მეტს - 559 687 ლარს დახარჯავს.
შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტაციის თანახმად, კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: ნინო ქათამაძე & insight, „სალიო" & ბენდი, ანსამბლი „რუსთავი", „ერისიონი", „ქართული ხმები", „შვიდკაცა" და ა.შ.
აღსანიშნავია, რომ თბილისის მერიამ გალაკონცერტის ორგანიზება შპს Art One-ს დაუკვეთა. Art One-ის 50%-50%-იანი წილის მფლობელები დავით დოიაშვილი და ლევან აბულაძეა.
შპს Art One-თან გაფორმებულ ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ „2017 წლის 31 დეკემბერს, ახალი წლის დღესასწაულის ფარგლებში, გრანდიოზული გალაკონცერტი უნდა გაიმართოს, რომელშიც მონაწილეობა თბილისის მერიის „ბიგ-ბენდმა“, მუსიკალურმა ბენდებმა, ანსამბლებმა, მოცეკვავეებმა, ესტრადის 97-მა სოლო მომღერალმა უნდა მიიღოს. ღონისძიებას საზოგადოებისთვის ცნობილი 8 წამყვანი უნდა გაუძღვეს.
საახალწლო კონცერტი დედაქალაქის 2 რაიონში ერთდროულად უნდა გამართოს - ევროპის მოედანზე (ესტრადის მომღერლები (მთავარი სცენა), და გლდანის რაონში (სითი მოლის ავტოსადგომთან - მუსიკალური ბენდებისა და ფოლკლორის სცენა).
ორივე სცენა ერთმანეთთან დაკავშირებული იქნება ტელეკომუნიკაციის საშუალებით, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროპის მოედანზე მისულ მაყურებელს, საშუალება ექნება, ეკრანის საშუალებით თვალი ადევნოს მეორე სცენაზე წარმოდგენილ საკონცერტო პროგრამას.
22:30 საათზე ორივე სცენაზე საზეიმო პროგრამა ერთდროულად უნდა დაიწყოს და კონცერტი 04:00 საათზე უნდა დამთავრდეს.
მომსახურების სრული ჩამონათვალი და ხარჯთაღრიცხვა: