წმინდა სინოდმა პატრიარქის აღსაყდრებიდან 40 წლის აღსანიშნავად განცხადება გაავრცელა, სადაც აღწერილია მისი მოღვაწეობა და ეკლესიის მდგომარეობა ამ წლების განმავლობაში. განცხადებას „კვირის პალიტრა“ ავრცელებს.
სინოდის განცხადებაში ნათქვამია, რომ პატრიარქი არის მკურნალი და ამის მაგალითია მსახიობ კახი კავსაძის განკურნება.
„იგი არის უვერცხლო მკურნალი:
ცნობილია მრავალი შემთხვევა, როდესაც მისი ლოცვით სხვადასხვა ასაკის ადამიანი სხვადასხვა სენისაგან განკურნებულა. მაგალითისათვის საკმარისია ქართველი სახალხო მსახიობისა და საზოგადო მოღვაწის, ბატონი კახი კავსაძის სასწაულებრივი განკურნება ონკოლოგიური დაავადებისაგან, რომელსაც იგი პირადად დღემდე ხშირად ჰყვება“, - ნათქვამია სინოდის განცხადებაში.
აღნიშნულ საკითხზე რუსული სტუდიის „Неофит"-ის მიერ 2015 წელს გადაღებულ დოკუმენტურ ფილმშია მოთხრობილი: