Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სუსი: საქართველოში დიპლომატიურ კორპუსზე ტერაქტები იგეგმებოდა

26 დეკემბერი, 2017 12:25

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა პანკისის ხეობაში, სავარაუდოდ, აჰმედ ჩატაევთან დაკავშირებული პირები დააკავა. სუსის ინფორმაციით, გამოძიებით ამ ეტაპზე დადგენილია, რომ აჰმედ ჩატაევი თანამზრახველებთან ერთად საქართველოსა და თურქეთში დიპლომატიურ კორპუსებზე თავდასხმებს გეგმავდა.

„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ბინიდან ამოღებული აჰმედ ჩატაევის კუთვნილი კომპიუტერიდან და სხვა ტექნიკური მოწყობილობებიდან მოპოვებულია აუდიოჩანაწერები. ჩანაწერების მიხედვით აჰმედ ჩატაევი და მისი თანამზრახველები ტერორისტული აქტების განხორციელებას გეგმავდნენ საქართველოსა და თურქეთში. მათ მიზანს დიპლომატიურ კორპოსებზე თავდასხმები წარმოადგენდა.“ - განაცხადა სუსის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა.

ნინო გიორგობიანის თქმით, პანკისის ხეობაში დაკავებული პირები აჰმედ ჩატაევს საქართველოში გადმოსვლასა და ტერორისტული აქტების დაგეგმავაში ეხმარებოდნენ.

„დაკავებული პირები დაკავშირებულები არიან ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციისას განეიტრალებული დაჯგუფების წევრებთან და წარმოადგენენ მათ ხელმშემწყობ პირებს.

თემირლან მაჩალიკაშვილმა დაკავებისას შეეცადა წინააღმდეგობა გაეწია სამართალდამცველებისთვის, კერძოდ უნდოდა მოქმედებაში მოეყვანა ხელყუმბარა. რა დროსაც დანაშაულის აღსაკვეთად უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე მიღებულ იქნა პროპორციული ძალა და მოხდა თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ გასროლა. რის შედეგადაც მან თავის არეში მიიღო ცეცხლნასროლი დაზიანება. ის ამჟამად ჰოსპიტალიზებულია.

გამოძიებით ამ ეტაპზე დადგენილია, რომ აღნიშნულმა პირებმა უზრუნველყვეს აჰმედ ჩატაევის და მისი თანამზრახველების ჯერ თურქეთის ტერიტორიაზე ტრანსპორტირება, მათი დროებითი საცხოვრებელი მისამართიდან საქართველოს საზღვრის კირნათი-მარადიდის მწვანე მონაკვეთამდე, ხოლო შემდეგ დაეხმარნენ ამავე მონაკვეთით საქართველოში შემოსვლაში.

დაკავებულმა პირებმა ასევე უზრუნველყვეს დანაშაულებრივი ჯგუფის თბილისამდე ჩამოყვანა. დახმარება გაუწიეს ბინის ქირაობასა და იარაღის მოძიებაში. სპეცოპერაციის დროს დაკავებული და გარდაცვლილი პირების მობილური ტელეფონებიდან ამოღბული მასალების მაოღების შედეგად, დადგენილია იარაღის სამალავის კონკრეტული ადგილი. ამერიკელ კოლეგებთან ჩატარებული ერტობლივი ღონისძიების შედეგად, აღნიშნული სამალავიდან ამოღებულია ავტომატის მჭიდები, ტყვიები, ზურგჩანთები, რუქები, დურბინდები, რაციები და სხვა მტკიცებულებები. საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, დადგენილია სპეცოპერაციის დროს ოპერატიულად დაკავებული პირი. იგი რუსეთის მოქალაქე შუაივ ბორზიევია. რომელიც ტერორიზმის ბრალდებით ინტერპოლით იძებნება. ასევე ოპერატიულად დადგენილია სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული პირების ვინაობა. ესენი არიან რუსეთის მოქალაქე იბრაგიმ ადაშევი, რომელიც სხვადასხვა ყალბი პასპორტებით საქართველოში 2010-2012 წლებში იმყოფეობდა და ასლანბეგ სოლტახმადოვი.“ - თქვა გიორგობიანმა სუსში გამართულ ბრიფინგზე.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^