Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პანკისის ხეობის მცხოვრებლები ხელისუფლებას ობიექტურ გამოძიებას სთხოვენ

27 დეკემბერი, 2017 15:50

პანსკისის სათემო რადიოს "Radio Way"-ს ინფორმაციით, პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით პანკისის უხუცესთა საბჭო, ქალთა საბჭო და ხეობაში მოქმედი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მიმართავენ ხელისუფლებას, საქმის გამოძიება ოპერატიულად და ობიექტურად წარიმართოს.

„პანკისის ხეობის მცხოვრებლები დიდი ყურადღებით ვაკვირდებით უკანასკნელ პერიოდში პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებს, რაც დაკავშირებულია ქართული ძალოვანების მიერ აქ ჩატარებულ სპეცოპერაციასთან. შექმნილ სიტუაციაში ჩვენი აზრი ერთსულოვანია იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფო ხელისუფლების პრეროგატივაა საკუთარ ქვეყანაში წესრიგის დამყარება და ამ თვალსაზრისით გატარებული ღონისძიებების წინააღმდეგი არავინაა.

ჩვენი უკმაყოფილება განპირობებულია იმ ფორმებისა და მეთოდების წინააღმდეგ, რომელთა გამოყენების შედეგად ერთი ახალგაზრდა თემირლან მაჩალიკაშვილი უმძიმეს მდგომარეობაშია და მისი გადარჩენის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.

ჩვენ ერთსულოვანნი ვართ იმასთან დაკავშირებითაც, რომ გამოძიება ობიექტურად უნდა წარიმართოს და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ უდანაშაულო ადამიანები არ მოხვდნენ განსასჯელის სკამზე. იმედს გამოვთქვამთ, რომ ქართული ხელისუფლება გაითვალისწინებს პანკისის ხეობის საზოგადოების აზრს და სწორ მიმართულებას მისცემს აღნიშნულ საგამოძიებო პროცესებს", - მიმართვა უხუცესთა საბჭოს წევრმა, ზაურ გუმაშვილმა წაიკითხა, რომელსაც პანკისის სათემო რადიო ავრცელებს. 

სუს-მა პანკისში სპეცოპერაციის დროს 3 პირი დააკავა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^