Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კვორუმის არარსებობის გამო, კომიტეტი ნარკოპოლიტიკის კანონპროექტის განხილვას ვერ იწყებს

27 დეკემბერი, 2017 16:14

პარლამენტში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში ნარკოპოლიტიკის კანონპროექტის განხილვა დღეს უნდა დაწყებულიყო, თუმცა კანონპროექტს კომიტეტის 7 წევრი  პროტესტს უცხადებს და სხდომაზე დასწრებაზე უარს ამბობს, რის გამოც კვორუმი ვერ შედგა და კომიტეტში კანონპროექტის განხილვა ვერ იწყება. 

კომიტეტის წევრები, რომლებიც კანონპროექტს პროტესტს უცხადებენ: დიმიტრი ხუნდაძე, მირიან წიკლაური, ილია ნაკაშიძე, კობა ნაკაიძე, ლევან ბეჟანიძე, დიმიტრი მხეიძე, კობა ნარჩემაშვილი. როგორც მათ განაცხადეს, ნარკოპოლიტიკის კანონპროექტის შესახებ ერთობლივი განცხადების გაკეთებას აპირებენ.

ამ წუთებში კომიტეტის წევრებთან ერთად სათათბირო ოთახში იმყოფებიან კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე და თავმჯდომარის მოადგილე ლევან კობერიძე. შეხვედრის მონაწილეებს შორის არის ჯანდაცვის კომიტეტის წევრი მარიამ ჯაში. ისინი დახურულ კარს მიღმა საუბრობენ.

პარლამენტში ივნისში „ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის“ ავტორობით მომზადებული კანონპროექტი დარეგისტრირდა, რომელიც ყველა სახის ნარკოტიკის მოხმარების და მცირე ოდენობით ფლობის დეკრიმინალიზებას ითვალისწინებს. პროექტში ასევე ადეკვატურადაა გაწერილი ნარკოტიკული საშუალებების ოდენობები. კანონპროექტს თან ახლავს სამკურნალო-სარეაბილიტაციო პროგრამების განვითარების კონცეფციაც.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^