Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კანონპროექტის მოწინააღმდეგეები საკითხის უმრავლესობის ფორმატში განხილვას მოითხოვს

27 დეკემბერი, 2017 18:33

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა 2-საათიანი შეფერხების შემდეგ კომიტეტის სხდომა დაიწყო. კომიტეტის სხდომაზე ნარკოპოლიტიკის კანონპროექტის განხილვა კომიტეტის 7 წევრის პროტესტის გამო ვერ დაიწყო, რადგან კვორუმის შეკრება ვერ ხერხდებოდა. დიმიტრი ხუნდაძემირიან წიკლაურიილია ნაკაშიძეკობა ნაკაიძელევან ბეჟანიძედიმიტრი მხეიძე და კობა ნარჩემაშვილი კანონპროექტს მხარს არ უჭერენ. 

უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე, რომელიც სხდომას პროტესტის ნიშნად არ ესწრება, ამბობს, რომ ეს კანონპროექტი შეიცავს რისკს, რომ ნარკომომხმარებელთა რაოდენობა გაიზრდება. მისი თქმით, სამართლებრივი რეგულაციები უნდა იყოს იმდაგვარი, რომ ეს რაოდენობა შემცირდეს. 

„ვეწინააღმდეგებით კანონპროექტის ამ ფორმით შემოტანას, რადგან ის შეიცავს რეალურ რისკს, რომ ქვეყანაში გაიზრდება მომხმარებელთა რიცხვი, სამართლებრივი რეგულაციები უნდა იყოს იმდაგვარი, რომ ეს რიცხვი იქნას შემცირებული, ჩვენ რა თქმა უნდა ვემხრობით, რომ არ დავიჭიროთ, მაგრამ უნდა იყოს შესაბამისი სერვისები, შესაბამისი სამართლებრივი რეგულაციები, რომ არ მოხდეს ქვეყანაში ნარკომომხმარებელთა რიცხვის აფეთქება“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ. 

მისი თქმით, დღეს კვორუმი შედგა ოპოზიციის დეპუტატების დახმარებით და ამბობს, რომ ამ საკითხზე შეთანხმება უნდა მოხდეს უმრავლესობის ფორმატში, რადგან ეს არის მაღალი რისკის კანონპროექტი. 

„კომიტეტი მაინც შედგა, მაგრამ ის შედგა ოპოზიციის წევრების დახმარებით, მაგრამ მე ვფიქრობ შეთანხმება უნდა მოხდეს უმრავლესობის ფორმატში, რადგან ამ მაღალი რისკის კანონპროექტში, რომელიც არის შემითავაზებული, უნდა მოხდეს რისკების მინიმალიზება, რადგან ეს კანონპროექტი ეხება არა მხოლოდ ნარკომომხმარებლებს, არამედ საზოგადოების უდიდეს ნაწილს, ვინც არ მოიხმარს ნარკოტიკებს, ამიტომ ჩვენ, ვინც ვართ მოწინააღმდეგე ამ კანონპროექტისა, მოვითხოვთ უმრავლესობის ფორმატში ამ საკითხის განხილვას“, - განაცხადა ხუნდაძემ.  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^