Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მწერლები და საზოგადოების სხვა წევრები "საზმაუს" წინააღმდეგ ეთიკის ქარტიას მიმართავენ

28 დეკემბერი, 2017 12:23

მწერლები და საზოგადოების სხვა წევრები საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ ეთიკის ქარტიას მიმართავენ.

გთავაზობთ განცხადებას, რომლითაც ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიმართეს, განმცხადებლები ორი პრინციპის დარღვევაზე მიუთითებენ. 


ქარტიის სამდივნომ განცხადება დასაშვებად ცნო: ქარტიის საბჭო საქმეს დღეს, 28 დეკემბერს 18:30 საათზე განიხილავს. მის. შიო მღვიმელის 6ბ, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ოფისი. დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია:


„მოგმართავთ საჩივრით, რადგან მივიჩნევთ, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, კერძოდ გადაცემა მოემბის სარედაქციო ჯგუფმა  დაარღვია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ორი - პირველი და მეათე პრინციპები.  

27 დეკემბერს, პირველ არხზე, მოამბის საღამოს გამოშვებაში (18:18 საათზე) გავიდა სიუჟეტი ზვიად რატიანის საქმეზე, რომელსაც თან ერთვოდა შსს-ს მიერ მომზადებული ზვიად რატიანის დაკავების ვიდეომასალა,  ვიდეომასალა ასევე დევს არხის საიტზე სათაურით, "შსს-ს ვიდეომასალა, ზვიად რატიანის საქმეზე, რომელიც სასამართლომ მტკიცებულებად მიიღო",  https://1tv.ge/news/shss-s-videomasala-zviad-ratianis-saqmeze-romelic-sasamartlom-mtkicebulebad-miigho/

ვთვლით, რომ ამ ვიდეოკადრების გამოქვეყნებით დაირღვა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი პრინციპი: 

"ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია". 

ვიდეომასალაზე ასახულია ნასვამი, გაღიზიანებული მოქალაქე როგორ შეურაცხყოფს პილიციელებს. ზვიად რატიანმა დაკავებიდან იზოლატორში მოთავსებამდე პოლიციელებთან რამდენიმე საათი დაჰყო, როცა მისი თქმით, ისინი მას აყენებდნენ შეურაცხყოფას და ფიზიკურად უსწორდებოდნენ. (ის, რომ ზვიად რატიანი ნაცემია, დამტკიცებულია რამდენიმე სამედიცინო ექსპერტიზით). ამ რამდენიმე საათიდან დამონტაჟებულია 3.45 წუთიანი მასალა, რომელიც არ შეიძლება იყოს რამდენიმესაათიანი პროცესის ზუსტად ამსახველი. ამას გარდა, ზვიად რატიანის ადვოკატმა სასამართლოზე აღნიშნა, რომ ეს ვიდეომასალა არ შეიძლება იყოს მტკიცებულება, რადგან ის არ არის გადაღებული ე.წ. სამხრე ვიდეოკამერით, რასაც პოლიციელს რეიდის შემთხვევაში კანონი ავალდებულებს. 

საიტზე ვიდეო განთავსებულია ყოველგვარი კომენტარის გარეშე. არ არის მითითებული, რომ ეს მხოლოდ მცირე ეპიზოდია და არც დაცვის პოზიცია ჩანს (ადვოკატის კომენტარი ცალკე ნიუსად დევს).  

ამ მასალის ჩვენებით საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დააკმაყოფილა არა საზოგადოების ინტერესი, მიეღო ზუსტი ინფორმაცია, არამედ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინტერესი - ზვიად რატიანი წარმოჩნილიყო უაღრესად დამამცირებელ ვითარებაში. 

ასე რომ, ვთვლით, ამ ვიდეომასალის გამოქვეყნებით დარღვეულია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი პრინციპი - მაყურებელმა ვერ მიიღო ზუსტი ინფრომაცია მომხდარის შესახებ. 

ასევე ვთვლით, რომ დაირღვა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მეათე პრინციპიც:

"ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი".

ზვიად რატიანი ცნობილი პოეტი და მთარგმნელია, მაგრამ  არ არის საჯარო მოხელე. მას მანამდე არ დაურღვევია კანონი, და ახლა ადმინისტრაციული კანონის დარღვევაშია ბრალდებული, მის მიმართ არ არსებობს ისეთი საზოგადოებრივი ინტერესი, რომელიც დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი ვიდეოკადრების გავრცელებას გაამართლებს. 

ამას გარდა, ამ ვიდეომასალის გამოქვეყნებით, სადაც ისმის, თუ როგორ აგინებს ზვიად რატიანი პატრიარქს, საფრთხის ქვეშ დააყენა მისი უსაფრთხეობა. სოციალურ ქსელში და მედიის ნაწილში უკვე დაიწყო კამპანია, მისი ჩაქოლვის, დახვრეტის და ა. შ. მოთხოვნით. მაგალითად, ფეისბუკზე გავრცელებულ ამ ვიდეოს https://www.facebook.com/katasebri/videos/648496365320751/ ასეულობით გაზიარება და კომენტარი აქვს, რომელთანგან დიდი ნაწილი მუქარის შემცველია. 

ამიტომ ვთვლით, რომ დაიღვა ქარტიის მეათე პრინციპიც - "მოამბის" ჟურნალისტებმა პატივი არ სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას". 

გთხოვთ, განიხილოთ ჩვენი საჩივარი.

პატივისცემით, 

ნინო ბექიშვილი, ნინო სადღობელაშვილი, თამთა მელაშვილი, ზაზა კოშკაძე, ხათუნა თავდგირიძე, დალილა გოგია, ზვიად კვარაცხელია, გვანცა ჯობავა, შოთა იათაშვილი, ნატო ინგოროყვა, გიორგი შონია, ნესტან ნენე კვინიკაძე, ლაშა ბუღაძე, ლექსო დორეული,  მაიკო კუდავა, გიორგი მაისურაზე, მაშო სამადაშვილი, რატი ამაღლობელი, ზაალ ანდრონიკაშვილი, ნინია მაჭარაშვილი, თინა მამულაშვილი, ხათუნა ცხადაძე, თეონა დოლენჯაშვილი, ლაშა ბაქრაძე"

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^