Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ზვიად რატიანის დაკავებისა და ცემის ფაქტს ავსტრიული პრესა ეხმიანება

28 დეკემბერი, 2017 17:26

"ქართველი მწერალი ზვიად რატიანი პოლიციური ძალადობის მსხვერპლი გახდა" - ასე ეხმაურება ახალი ამბების ავსტრიული პორტალი "ოტს".

"ზვიად რატიანს 23 დეკემბრის ღამით პოლიციელები დაესხნენ თავს. ავსტრიელ მთარგმნელთა გაერთიანება ყურადღებას ამახვილებს ამ მოვლენაზე და აპროტესტებს მას. 1971 წელს დაბადებული ზვიად რატიანი - გამოჩენილი ქართველი პოეტი და მთარგმნელი ისეთი ავტორებისა, როგორებიცაა ელიოტი, ეზრა პაუნდი, რობერტ ფროსტი, რილკე და პაულ ცელანი, დააკავა პოლიციამ და შეურაცხყო" - ვკითხულობთ პორტალზე.

ავსტრიელი ჟურნალისტები გადაცემა "პოსტკრიპტუმს" ეყრდნობიან და წერენ რომ "23 დეკემბრის გვიან საღამოს დაახლოებით 8 საათისთვის რატიანი  სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა მოხელეებმა გააჩერეს (რომლის დროსაც მათ ირონიული კომენტარი გააკეთეს მის ჩაცმულობასთან კერძოდ ნარინჯისფერ კურტკასთან, დაკავშირებით, რაც ჰომოსექსუალობის მანიშნებლად მიიჩნიეს.) მაშინ როდესაც ის ქალაქის ცენტრში მდებარე ერთ-ერთ ბანკომატთან იდგა. მან არ მოინდომა ამ პირებისთვის ცნობების გადაცემა, რის შემდეგაც მიაყენეს შეურაცყოფა, ცემეს და ორიდან ერთ-ერთ საპოლიციო მანქანაში ხელებზეც და ფეხებზეც ბორკილებით მოათავსეს. მანქანაში, უკანა სავარძელზე გაკოჭილი გადაიყვანეს ადგილობრივ საპოლიციო განყოფილებაში. შემდეგ, ატარეს სხვადასხვა ადგილას, სადაც გრძელდებოდა მისი შეურაცყოფა.  სიკვდილითაც დაემუქრნენ. საბოლოოდ მიიყვანეს პოლიციის სამმართველოსთან, რომლის შესასვლელთანაც დაახლოებით ერთი საათით გაჩერდნენ, დაუნდობლად სცემეს და საბოლოოდ დროებითი დაკავების იზოლატორში მოათავსეს. ექსპერტიზამ დაადასტურა უამრავი დაზიანება თავზე და სხეულზე.

24 დეკემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, კერძოდ კი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა თქვა, რომ მათ ვიდეო მასალა ჰქონდათ მომხდართან დაკავშირებით. ამ მასალის მიხედვით პოლიციელებს ფორმა ეცვათ. მათ სურდათ რატიანი საპოლიციო კონტროლის ფარგლებში გამოეკითხათ. ვიდეო აჩვენებს, რომ რატიანი წინააღმდეგობას უწევდა და შეურაცყოფას აყენებდა პოლიციას.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, მისი მოადგილის საწინააღმდეგოდ, 25 დეკემბერს ახსნა, რომ პოლიციელები მართლები არ იყვნენ და ძალის გადამეტებას ჰქონდა ადგილი. მას არ სურდა წვრილმანი დეტალების განხილვა. ის ვერ ამბობდა ზუსტად რა მოხდა.

25 დეკემბერს სატელევიზიო ინტერვიუში რატიანის ადვოკატმა ახსნა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი მძიმე ტრამვების და ტვინის შერყევის გამო კლინიკაში გადაიყვანეს.

ქართველი მწერლების საინიციატივო ჯგუფმა თბილისის საჯარო ბიბლიოთეკაში პრესკონფერენცია მოაწყო და უწყვეტი ვიდეო მასალის ჩვენება მოითხოვა. მათ დაგმეს ძალადობრივი ქმედება და ძალის გადამეტების შემთხვევები პოლიციის მხრიდან, რომლების უმეტესად არ არის ხოლმე გამოძიებული. აღნიშნეს, რომ მხოლოდ სალანძღავი სიტყვები ვერ გაამართლებს ძალადობას". 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^