Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ქეთი ქარდავა: საზოგადოებრივი მაუწყებელი ევროპის ბიუროს ხურავს

28 დეკემბერი, 2017 23:23

2018 წლის 1 თებერვლიდან „საზოგადოებრივი მაუწყებლის" ევროპის ბიურო იხურება. როგორც ბიუროს კორესპონდენტი ქეთი ქარდავა Facebook-ის პირად გვერდზე წერს, ევროპის ბიუროს დახურვის შესახებ გადაწყვეტილება არხის ხელმძღვანელობამ მიიღო. 

„მიზეზად მენეჯმენტი ფინანსებს ასახელებს. არხის ხელძღვანელობა ფიქრობს, რომ თბილისიდან უფრო იაფია და ნაკლებ ხარჯებთან არის დაკავშირებული ევროპაში NATO-სა და ევროკავშირზე სიუჟეტების მომზადება, ვიზიტების გაშუქება, ვიდრე ევროპის პოლიტიკური ცენტრიდან ევროპის სხვა ქალაქებში გადასვლა. გილოცავთ დამდეგ ახალ წელს", - წერს ქარდავა. 

„მაუწყებლობის შესახებ" კანონის თანახმად, „საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის" დაკისრებულ შინაარსობრივ ვალდებულებებს შორისაა: „უზრუნველყოს საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების,  მათ შორის, NATO-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის პოპულარიზაცია".

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^