თბილისში, მშრალ ხიდთან წუხელ მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 5 ადამიანი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს რუსეთიდან სომხეთში მიმავალი ავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. გარდაცვლილები საქართველოს მოქალაქეები არიან.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით არის დაწყებული, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.