Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

აკადემიკოს მარიკა ლორთქიფანიძეს დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ

09 იანვარი, 2018 11:50

აკადემიკოს მარიკა ლორთქიფანიძეს დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ. ამის შესახებ ინფორმაცია „ლიბერალს" თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრესსამსახურში დაუდასტურეს.

მარიკა ლორთქიფანიძე 95 წლის ასაკაში გარდაიცვალა. სამოქალაქო პანაშვიდი 11 იანვარს, სიონის ტაძარში გაიმართება, 15.00 საათზე მარიკა ლორთქიფანიძეს დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ.

მარიკა ლორთქიფანიძე 1922 წლის 28 აგვისტოს ქალაქ ბათუმში დაიბადა. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1943 წელს. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.

1947 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ–თანამშრომლად, 1956 წლიდან უფროს მეცნიერ–თანამშრომლად, 1966 წლიდან წამყვან მეცნიერ–თანამშრომლად, 1972–78 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის კათედრის გამგედ. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი(1963), პროფესორი(1965).

სადისერტაციო თემა – "ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური გაერთიანება", დაიცვა 1963 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1983-)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1993-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2000 - ღირსების ორდენი
  • 1982 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • 1976 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის პრემია

ბიბლიოგრაფია

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^