სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, კონტრტერორისტული დეპარტამენტმა, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, დღეს ახმეტაში საქართველოს მოქალაქე ზურაბ იდოიძე დააკავა. სოფელ ომალოში, იდოიძის კუთვნილ სახლში ჩატარდა ჩხრეკა.
უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ზურაბ იდოიძე ზურაბ გორნაკაშვილთან ერთად ჩავიდა თურქეთის ქალაქ ხოფაში, რათა ახმედ ჩატაევსა და მისი დაჯგუფების წევრებს დახმარებოდა. მან ისინი ხოფადან მანქანით მიიყვანა თურქეთ-საქართველოს საზღვართან, კირნათი-მარადიდის მწვანე ზოლის მონაკვეთამდე.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 331- ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტერორიზმის დაფინანსებას, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერას ან რესურსებით უზრუნველყოფას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. სასჯელის ზომად 17 დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.