Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში ძლიერი ქარის გამო 400-ზე მეტი შეტყობინება შევიდა

10 იანვარი, 2018 13:40

საქართველოში წუხანდელ ძლიერ ქართან დაკავშირებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო განცხადებას ავრცელებს. სააგენტოს ინფორმაციით, ოპერატიული მართვის ცენტრში, 24 საათის განმავლობაში 400-ზე მეტი შეტყობინება შევიდა.

„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ოპერატიული მართვის ცენტრში, 24 საათის განმავლობაში, უამინდობის გამო 400-ზე მეტი შეტყობინება შემოვიდა. ყველა მათგანზე მყისიერი რეაგირება მოხდა. სამაშველო ოპერაციებში ჩართულია 100-მდე მეხანძრე-მაშველი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები, შიდა ქართლის რეგიონში უხვი ნალექის შედეგად დატბორილი სახლებიდან და ეზოებიდან წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში ახორცილებდნენ.

ძლიერი ქარის შედეგად წაქცეული ხეებისგან გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობდა თბილისში, რუსთავში, ხაშურში, სურამში, თელავსა და გურჯაანში.

მაშველებმა დახმარება აღმოუჩინეს გვიან ღამით, დიდთოვლობის გამო, კობი-გუდაურის საავტომობილო გზაზე ჩარჩენილ მოქალაქეებსაც. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები მუშაობას უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ.“ - წერს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^