
მეცნიერებათა აკადემიის ინიციატივით, მეცნიერები, ნარკოლოგები, სასულიერო პირები და საზოგადოების წარმომადგენლები ნარკოპოლიტიკის კანონპროექტის ინიციატორებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე „დემოკრატიული მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ საზოგადოებას შესთავაზა, შეიქმნას ნარკოზონები, სადაც ნარკომომხმარებლებისთვის სამკურნალო-შრომითი პროფილაქტორიუმი მოეწყობა.
„რატომ არ ვსაუბრობთ იმაზე, რომ არსებობენ ქვეყნები, სადაც დღემდე სამკურნალო-შრომითი პროფილაქტორიუმები რჩება ერთადერთ ეფექტურ საშუალებად იმისთვის, რომ ადიქციური ქცევის მატარებელი ნარკომომხმარებლის იზოლაცია მოხდეს. თუ ვსაუბრობთ ჰუმანურ ნარკოპოლიტიკაზე, რას ვგულისხმობთ, რომ ნარკომომხმარებლებს ვუუმჯობესებთ პირობებს და კომფორტს ვუქმნით, თუ იმ ადამიანებზე ვზრუნავთ, რომლებიც უცილობლივ ზარალდებიან, საშინლად თანაც, ადიქციური ქცევების მატარებელი ნარკომომხმარებლების მხრიდან. მაშინ სად არის თუნდაც ერთი ჩანაწერი, ჰიპოთეზა, გამოთქმული აზრი, რომ უნდა დავიცვათ ნარკომომხმარებელთა ქცევისგან დაზარალებული საზოგადოება.
დიახ, მე გთავაზობთ ნარკოზონებს, არსებობს სპეციალური ნარკოზონები, როგორიცაა ლეპრაზორიუმი კეთროვნებისთის. ასეთი ნარკოზონა, ამ შემთხვევაში სამკურნალო დაწესებულება ლეპრაზორიუმი და ჩასაფრებულ ზოგ-ზოგიერთებს ვთხოვ, ნუ გამოიყენებენ, რადგან მაინც ჩიხში შევლენ. ანალოგიური სამკურნალო-შრომითი პროფილაქტორიუმები უნდა მოეწყოს საქართველოში, თუ გვინდა დედები, მამები, ცოლები, შვილები დავიცვათ ამ უმძიმესი ზემოქმედებისგან", - ამბობს დიმიტრი ლპრთქიფანიძე.