ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) ინფორმაციით, მათ სასჯელაღსრულების მე-17 დაწესებულების მსჯავრდებულების წერილი მიიღეს. მსჯავრდებულები წერილში უთითებენ, რა სასჯელს იხდიან უმცირესი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების აღმოჩენისთვის.
EMC-ის ცნობით, მსჯავრდებულების წერილში აღნიშნულია შემდეგი ინფორმაცია:
- 0,000107 დეზომორფინი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და 4 წელი პირობითი მსჯავრი;
- 0, 000148 ვინტი - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა;
- ცარიელი ბოთლი, რომლითაც ბიო იყო მოწეული - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 4 წელი პირობითი;
- 0, 0014 დეზომორფინი - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა;
- 0, 216 ბუპრენორფინი - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა;
- 0,5 ჰეროინი - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა;
„მხოლოდ ერთი საპატიმროდან მიღებული ინფორმაციაც ნათლად აჩვენებს, მოქმედი ნარკოპოლიტიკის აბსურდულობას და არაჰუმანურობას. ამ პირობებში, ნარკოპოლიტიკის რეფორმის მოწინააღმდეგეთა მოთხოვნა რეფორმის პროცესის შეჩერებაზე უსამართლო და გაუმართლებელია", - წერს EMC.
ნარკოტიკების დოზები - სამართალწარმოება მცირე ოდენობების გარეშე