
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი სერბეთის პატრიარქ ირინეოსს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაცია ბიბილოვის ადმინისტრაციის გვერდზეა განთავსებული.
„პრეზიდენტმა მის უწმინდესობას აუდიენციისთვის მადლობა გადაუხადა და მას შობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა. ანატოლი ბიბილოვმა აღნიშნა ის მნიშვნელოვანი როლი, რომელსაც მართლმადიდებლობა სამხრეთ ოსეთის ხალხის ისტორიაში და თანამედროვე საზოგადოებრივ ცხოვრებაში ასრულებს. მან ასევე ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ მართლმადიდებლობის პრიორიტეტული როლი ასახულია რესპუბლიკის კონსტიტუციაში“, - აცხადებენ ბიბილოვის ადმინისტრაციაში.