Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჯაფარიძე: მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რა გზით იცავენ „პრივილეგირებულები" შინაურებს

16 იანვარი, 2018 17:14

„ვინ რეკავდა და რა გზებით ცდილობდა საქმის ჩაფარცხვას, ეს არის ამ საქმეში ყველაზე მნიშვნელოვანი", - „გირჩის" ერთი-ერთი ლიდერი ზურა ჯაფარიძე ღამის კლუბ „ბასიანთან" მომხდარ შემთხვევას ეხმაურება და შინაგან საქმეთა სამინისტროს „facebook-ის" საკუთარი ოფიციალური გვერდიდან მიმართავს.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო

თქვენს ბრიფინგს ვუსმინე ცოტა ხნის წინ

ბასიანის წინ რომ სამი ადამიანი დაჭრეს, მაგ ნაწილს ვეხები მხოლოდ

ფაქტია - 3 ადამიანია დაჭრილი, მათ შორის ერთი 5 შვილის მამა და ერთი პოლიციელი

ფაქტია - ვინც ეს ჩაიდინა ამ ადამიანებს სასიკვდილოდ იმეტებდა, ყოველ შემთხვევაში 5 შვილის მამას ცალსახად, ჭრილობის ფოტოდან ეს აშკარად ჩანს;

ფაქტია - სასამართლომ გირაო შეუფარდა;

ანუ გარეთ, თავისუფლებაზე გამოუშვა ადამიანი, რომელიც სამ ადამიანს კლავდა ცივი იარაღით!

თავისუფლებაზე გამოუშვა ადამიანი, რომელმაც პოლიციელს დაარტყა დანა (სავარაუდოდ)!

ეს ის ფაქტებია, რაც ყველამ იცის, რაც გასაჯაროვდა და რასაც ვერავინ უარყოფს

და რა თქვით თქვენ დღევანდელ ბრიფინგზე?

ჩვენი ბრალი არ არის, რომ ამის ჩამდენი გარეთ არისო

ჩვენ ყველა ჩვენს ხელთ არსებული კანონიერი გზა გამოვიყენეთო

ახლა გავასაჩივრებთ ზემდგომ ინსტანციაში და მაინც დავიჭერთო

გასაგებია, რომ ეს თავის მართლებაა

მაგრამ მთავარი ამ საქმეში სხვა რამეა, კატასტროფული ამ ქვეყნისთვის, ტერმინი რომელიც დიდი ხანია აღარ გვსმენია - პრივილეგირებული ოჯახის შვილი

და ამ „პრივილეგირებულობის" გამო უცებ, ძალიან სწრაფად, ყველამ ჩ&^&ვა და გაჩუმდა, სუნი დადგა ქვეყანაში

სამი ადამიანი დაჭრაში ეჭვმიტანილი არის თამაზ ქვლივიძე

მამამისი არის პაატა ქვლივიძე, საქგვირაბმშენის ყოფილი თუ ამჟამინდელი ხელმძღვანელი

ქართუ უნივერსალის მოწილე 1996 წლიდან

და ცნობილი ზარალას ძალიან ახლობელი

არის თუ არა პრივილეგირებული? არის

რეკავდა თუ არა პირადად ზარალა და მამის სამეგობრო ყველგან რომ საქმე ჩაეფარცხათ? რეკავდა

მინიმუმ ერთ-ერთი დაზარალებული რომ ვერ გააჩუმეს მოაყომარეს თუ არა სასამართლო? მოაყომარეს

ეს არის ფაქტები, რომლებიც არ გასაჯაროვდა, მაგრამ ყველამ იცის ვისაც აინტერესებს

შს მინისტრი მედალს კი აძლევს დაჭრილ პოლიციელს მაგრამ იქნებ ისიც კითხოს ვინ რეკავდა და რა გზებით ცდილობდა საქმის ჩაფარცხვას?

ეს არის ამ საქმეში ყველაზე მნიშვნელოვანი

მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, რომ ასეთ მძიმე დანაშაულში ეჭვმიტანილი გარეთ არ დადიოდეს თავისუფლად, არამედ ისიც თუ ვინ არიან და რა გზებს მიმართავენ შინაურების დასაცავად ე.წ. „პრივილეგირებულები"

პ.ს. სანამ ეს ყველაფერი ყველამ ვიცით და ვდუმვართ, შიშის გამო თუ 'ჩერეზ-ჩერეზ ახლობლობის' გამო, მანამდე ამ ქვეყნისგან არაფერი გამოვა", - წერს ჯაფარიძე.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^