სოციალურ ქსელებში გავრცელებულ გალაკტიონის ძეგლის ფოტოზე „აქსის თაუერსი“ განმარტებას აკეთებს.
"დღეს გავრცელებულ ფოტოსთან დაკავშირებით გვინდა განვაცხადოთ: ფოტო გადაღებულია ისეთი რაკურსით, სადაც ჩანს გალაკტიონ ტაბიძის ძეგლის უკან არსებული სამშენებლო მოედნის ღობე. მოქალაქეების უმეტესობამ აღნიშნული აღიქვა ძეგლის შეფუთვის ნაწილად, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.
მშენებლობის რეალურ სურათს შეგიძლიათ თვალი ადევნოთ ჩვენს ვებ-გვერდზე განთავსებული live კამერის საშუალებით: www.axistowers.ge/#live
აქვე შეგიძლიათ გაეცნოთ ძეგლის მიმდებარე ტერიტორიის პროექტს, რაც მოგცემთ საშუალებას წარმოიდგინოთ თუ რა იერსახეს მიიღებს აღნიშნული ტერიტორია 2018 წლის შემოდგომაზე." - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.