Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ომბუდსმენის ანგარიში - ადამიანის უფლებები სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის ჭრილში

16 იანვარი, 2018 18:57

სახალხო დამცველის აპარატმა გამოაქვეყნა ანგარიში - „ადამიანის უფლებები სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ჭრილში: ქვეყნის უფლებრივი მდგომარეობის შეფასება“. 

სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის, უფლებებისა და კეთილდღეობის კუთხით ქვე­ყანაში არსებული უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში პირველად შეფასდა.

შეფასდა შემდეგი საკითხები: კონტრაცეფციის შესახებ ინფორმაციისა და სერვისებისადმი წვდომა; უსაფრთხო აბორტის ხელმისაწვდომობა და აბორტის შემდგომი ზრუნვა; დედათა ჯანმრთელობა; აივ ინფექციის/შიდსის პრევენცია და მკურნალობა; სასიცოცხლო უნარ-ჩვევები/ საფუძვლიანი სქესობრივი განათლება; ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობა; რეპროდუქციული ტექნოლოგიები; სუროგაცია და რეპროდუქციული სისტემისა და ძუძუს კიბო. დოკუმენტში ყურადღება ასევე გამახვილებულია მოწყვლად ჯგუფებზე, კონკრეტულად კი, ისეთ ქვეჯგუფებზე, როგორიცაა ქალები და გოგონები, ლგბტი პირები, კომერციულ სექს სამუშაოში ჩართული ქალები, ნარკოტიკული ნივთიერებების მომხმარებელი ქალები, იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალები, ეთნიკური უმცირესობები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონები პირები, მოზარდები და ახალგაზრდები. 

სახალხო დამცველის ანგარიშის თანახმად, ადამიანის უფლებადამცველი საერთაშორისო ორგანიზაციები ხშირად აღნიშნავენ, რომ საქართველო სათანადოდ ვერ აკმაყოფილებს წინამდებარე შეფასებაში განხილულ სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებთან დაკავშირებულ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ნორმებს.

უფლებადამცველი ორგანიზაციები საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, რომ სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლე­ბები არა ილუზიური, არამედ რეალური იყოს. ეს განსაკუთრებით ეხება მოწყვლად ჯგუფებს.

კონტრაცეფციის შესახებ ინფორმაციასა და მომსახურებისადმი წვდომა

სახალხო ანგარიშში ნათქვამია, რომ პრობლემას წარმოადგენს საზოგადოების დაბალი გათვითცნობიერებულობა, მათ შორის, კონტრაცეფციის სხვადასხვა მეთოდის არსებობის, გამოყენებისა და ხელმისაწვდომობის შესახებ, რადგან კონტრაცეფცია სახელმწიფოს ჯანდაცვის პროგრამით არ ფინანსდება. შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანაში საერთოდ არ არსებობს ესენციური მედიკამენტების ნუსხა, რომელსაც დაემატებოდა ჩასახვის საწინააღმდეგო მედიკამენტებიც და ზოგადად, არასაკმარისია ინფორმაცია ბაზარზე ხელმისაწვდომი თანამედროვე კონტრაცეპტივების სრული ასორტიმენტის შესახებ.

მიუხედავად იმისა, რომ გადაუდებელი კონტრაცეპტივები რეცეპტის გარეშე უნდა იყოს ხელმისაწვდო­მი, გვხვდება არათანმიმდევრული პრაქტიკა, როდესაც რიგ შემთხვევებში გადაუდებელი კონტრაცეფ­ ცია რეცეპტის გარეშე გაიცემა, ხოლო ზოგჯერ - რეცეპტს მოითხოვენ, რაც, ბუნებრივია, მნიშვნელოვ­ნად უშლის ხელს კონტრაცეპტივებთან დროულად წვდომას.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ, მთავრობა არ უზრუნველყოფს ადეკვატური მხარდამჭერი გარემოს შექმნას ოჯახის დაგეგმვის ეფექტიანი სერვისების უზრუნველსაყოფად.

უსაფრთხო აბორტი და აბორტის შემდგომი მკურნალობის ხელმისაწვდომობა

აბორტის მარეგულირებელი სამართლებრივი ჩარჩო-კანონმდებლობის მრავალი ასპექტი პრობლე­მურია და საქართველოს ვალდებულებებს ადამიანის უფლებების სფეროში და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სახელმძღვანელო პრინციპებს არ შეესაბამება. 

არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებში აღნიშნულია, რომ ბევრი კლინიკა, ასევე ზნეობრივი მოსაზრებებით არ სთავაზობს რეფერალურ პროცედურას.

ამას გარდა, ჯანდაცვის სამინისტროს ბრძანება, რომელიც გაუპატიურების შემთხვევაში 12 კვირის შემდეგ ორსუ­ლობის შეწყვეტისთვის სასამართლო გადაწყვეტილებას მოითხოვს, აფერხებს მსხვერპლის უფლებას, მიიღოს მომსახურება.

დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა

ანგარიშში ასევე განხილულია დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის საკითხი. საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა დედათა ჯანმრთელობის გაუმჯობესებისა და სიკვდილიანობის შემცირების მიმართულებით, მათ შორის, იმ სამი ძირითადი შეფერხების დაძლევის კუთხით, რომლებიც, ხშირად დედათა სიკვდილიანობასა და ავადობასთან არის დაკავშირებული. მიუხედავად ამისა, საქართველოში დედათა სიკვდილიანობის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებე­ლია რეგიონში.

აივ/შიდს-ის პრევენცია და მკურნალობა

ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2009 წელს მიღებული იქნა საქართველოს კანონი აივ ინფექციის/შიდსის შესახებ, რითაც გაუმჯობესდა საერთო სამართლებრივი გარემო. 

თუმცა, ჯერ კიდევ არსებობს გამოწვევები რეგულაციებსა და მათ განხორციელებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით, სარისკო ქცევის მქონე პოპულაციასთან მიმართებაში. 

სასიცოცხლო უნარების შესწავლა/ყოველმხრივი სექსუალური განათლება

სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ინიციატივების მიუხედავად, საქართველოში, სრულყოფილი და ასაკის შესაბამისი სავალდებულო პროგრამა ცხოვრებისეული უნარების/სრულყოფილი სექ­სუალური განათლების შესახებ, ამჟამად არ არსებობს. 

კონკრეტულ საგნებში გადმოცემული ინფორ მაცია, ძირითადად, რეპროდუქციის ბიოლოგიურ ასპექტებს შეეხება და არ მოიცავს საქართველოში არსებულ კრიტიკულ საკითხებს, როგორებიცაა საზიანო გენდერული სტერეოტიპები და გენდერული ნიშნით ძალადობა. 

ქალთა მიმართ ძალადობა

საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული პოზიტიური ნაბიჯებისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ და გენდერული თანასწორობის შესახებ მიღებული კანონების მიუხედავად, მაინც არსებობს მრავალრიცხოვანი შეუსაბამობა, როგორც კანონმდებლობის, ასევე, პრაქტიკაში გატარების კუთხით (წინამდებარე შეფასება შეეხება ქალთა მიმართ ძალადობის კონკრეტულ საკითხებს და არა გენდერული ნიშნით ძალადობის ყველა ფორმას). ქალთა მიმართ ძალადობა და კონკრეტულად, ოჯახში ძალადობა, საქართველოში ფართოდ გავრცელებული პრობლემაა. ამასთან, შემთხვევების რაოდენობაც, სავარაუდოდ, არასრულადაა შეფასებული.

პრობლემად რჩება სისტემური და კონკრეტულ შემთხვევებთან დაკავშირებული ხარვეზები ქალთა მიმართ ძალადობაზე რეაგირებისას სამართალდამცავი უწყების მხრიდან, რომელიც, როგორც ჩანს, კვლავაც ვერ აფასებს მსხვერპლის მიმართ არსებულ საფრთხეს და რისკს და არ იღებს ადეკვატურ ან პრევენციულ ზომებს. 

რეპროდუქციული სისტემა და ძუძუს კიბო

ძუძუს და საშვილოსნოს ყელის კიბო საქართველოში რეპროდუქციული ასაკის ქალების სიკვდი­ლიანობის ძირითადი მიზეზია. ხელმისაწვდომობა და ფიზიკური წვდომა, მათ შორის, ფინანსური ფაქტორი, ის ძირითადი დაბრკოლებებია, რომლებიც ხელს უშლის რეპროდუქციული ორგანოების კიბოს სკრინინგს და მკურნალობას საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ 2013 წლიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის (UHC) ფარგლებში სახელმწიფო გარკვეულწილად აფინანსებს კიბოს მკურნალობას. 

კიბოს (მკერდის, საშვილოსნოს ყელის, პროსტატისა და კოლორექტალური) სკრინინგის პროგრამებით სარგებლობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად დაბალია. მართალია, კიბოს სკრინინგთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირების კამპანიები ეფექტიანი იყო, მაგრამ ისინი შეწყდა და ამჟამად აღარ ხორციელდება სახელმწიფო თუ მუნიციპალური დაფინანსებით. 

ხელოვნური რეპროდუქციული ტექნოლოგია (ART): ვითარება სუროგატ დედობასთან დაკავშირებით

საქართველოს არსებულ კანონმდებლობაში სათანადოდ არ არის გათვალისწინებული სუროგაციის საკითხები და შედეგად, პრაქტიკის დიდი ნაწილი არ რეგულირდება.

მარგინალიზებული და მოწყვლადი ჯგუფები

ანგარიშში განხილული ჯგუფებია: ლგბტი პირები, ქალი სექსმუშაკები, ნარკოტიკული ნივთიერებების მომხმარებელი ქალები, იძულებით გადაადგილებული და კონფ­ლიქტით დაზარალებული ქალები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ეთნიკური უმცირე­სობები, ახალგაზრდები და მოზარდები. ზემოთ აღნიშნულ ჯგუფები დისკრიმინაციას, როგორც არასათანადო კანონმდებლობის, ისე ჯანდაცვის სექტორში და მის მიღმა დამკვიდრებული მცდარი პრაქტიკის გამო განიცდიან. საკუთარი ვინაობით და საქმიანობით განპირობებული სტიგმის და, ზოგიერთ შემთხვევაში, კრიმინალიზაციის გამო ისინი ჯანდაცვის დაწესებულებებში ვერ იღებენ სათანადო მკურნალობას, რაც მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლებს მკურნალობისგან თავის არიდებისკენ უბიძგებს. 

იხილიეთ ანგარიში სრულად

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^