თბილისში კვირის გარკვეულ დღეებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ღამის საათებშიც იმოძრავებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, დედაქალაქის მერია ღამის თბილისის განვითარების კონცეფციაზე მუშაობს, რომელსაც თებერვლის ბოლოს წარადგენს.
„ჩვენს ხედვას თებერვლის ბოლოს წარმოვადგენთ, თუ რა იქნება პირველი ნაბიჯი. იქნება ახალი ხედვა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულებით. ჯერ ზოგადად ტრანსპორტის სტრატეგიას წარმოვადგენთ, როგორ ვფიქრობთ 4 წლის განმავლობაში ამ მიმართულებით განვითარებას, როგორი სტრატეგია უნდა გვქონდეს. ცვლილებები იგეგმება ტაქსების მიმართულებითაც. გარკვეული დღეების განმავლობაში კი, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ღამის საათებში იმოძრავებს“, - განაცხადა კალაძემ.