ლევან ვასაძე აუტიზმის მქონე ბავშვის მშობელს, მარი კორკოტაძეს პასუხობს, რომელმაც 15 იანვარს ბიზნესმენს თავის ერთ-ერთი ბოლო ვიდეოში აუტიზმის გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებული განცხადების გამო ბოდიშის მოხდა მოსთხოვა.
აუტიზმის მქონე ბავშვის მშობელი ლევან ვასაძეს ბოდიშის მოხდას სთხოვს
ლევან ვასაძე მარი კორკოტაძეს პასუხობს და წერილში, რომელიც რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა, ამბობს, რომ მშობელი მას უსაფუძვლოდ სდებს ბრალს.
„პატივცემულო ქალბატონო მარი, მივიღე თქვენი გზავნილი, რომელშიც თქვენ უსაფუძვლოდ მდებთ ბრალს, რომ მე თქვენ რატომღაც დაგცინით და მიუხედავად ამისა გადავწყვიტე დავაკმაყოფილო თქვენი მოთხოვნა შესაბამისი ინფორმაციის მოწოდების შესახებ, რადგანაც სწერთ, რომ აუტიზმით დაავადებული ბავშვის დედა ბრძანდებით.
უპირველეს ყოვლისა ნება მიბოძეთ ვუსურვო თქვენს შვილს ჯანმრთელობა, ხანგრძლივი სიცოცხლე და მთელს თქვენ ოჯახს ყოველგვარი ბედნიერება და ღვთის წყალობა. თქვენ თავადაც სწერთ, რომ აუტიზმის გამომწვევი მიზეზები არ არის მეცნიერთა მიერ ბოლომდე დადგენილი.
ამრიგად ერთნაირი ალბათობით შეგვიძლია ვამტკიცოთ საპირისპირო. მე დავამატებდი, რომ როგორცა სჩანს არც ისაა ბოლომდე დადგენილი თუ რა არის თავად აუტიზმი, თუმცა რიგი ქცევითი დისფუნქციებისა, პატერნებისა და სინდრომებისა სახელდებულია „აუტისტურად.“ თქვენს თხოვნას რაც შეეხება, გიგზავნით ორ დოკუმენტს."
წერილის სრული ვერსია იხილეთ მითითებულ ბმულზე.